აგრონომ-კონსულტანტი
"აგრონოვა" საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდულ სათესლე მასალას, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, მინერალურ სასუქებსა და სარწყავ სისტემებს სთავაზობს.
კომპანია აქტიურად აფართოებს საცალო სარეალიზაციო ქსელს და პროფესიონალ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში იწვევს ახალ თანამშრომლებს აგრონომ-კონსულტანტის პოზიციაზე შემდეგ ლოკაციებზე: თბილისი, ქუთაისი, გორი, გეგუთი, ქვიტირი და ჩადუნიანი.
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლებისა და ფერმერებისთვის პროფესიული აგრონომიული კონსულტაციის გაწევა;
- კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების მომზადება;
- ფერმერებისთვის ინდივიდუალური აგრონომიული სამუშაოების გრაფიკის შემუშავება;
- ფერმერების მხარდაჭერა და კონსულტირება შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად;
- სასოფლო-სამეურნეო კულტურებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, შეფასება და კლასიფიკაცია;
- ფერმერებთან პერიოდული ვიზიტები და ადგილზე კონსულტაციების გაწევა;
- მომხმარებელთა საჭიროებებისა და მოთხოვნების ანალიზი;
- მაღაზიაში/სერვისცენტრში პროდუქციის ნაშთების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი აგრარული განათლება ან მინიმუმ 1-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის ან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციის სფეროში;
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა;
- სასურველია, მაღაზიის მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (ბალანსი, 1C, აპექსი ან სხვა);
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და მიზანდასახულობა;
- როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი, გორი, გეგუთი, ქვიტირი და ჩადუნიანი. სამუშაო გრაფიკი: სრული
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
შეავსე ფორმა: https://forms.gle/oQGegPTYHYGRLn1LA
ელფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ლოკაცია: აგრონომ-კონსულტანტი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
პერსონალური მონაცემების დამუშავება
ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნითა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტის წარმოდგენით, კანდიდატი თანხმობას აცხადებს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, მათ შორის მონაცემთა ბაზაში შენახვაზე, მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე, რათა შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში კომპანიამ განიხილოს მისი კანდიდატურა.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მესამე პირის პერსონალურ მონაცემებს, კანდიდატი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება და, საჭიროების შემთხვევაში, მისგან სათანადო თანხმობის მოპოვება.