ბუღალტერი
სასტუმრო ჰილტონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ჰილტონში თითოეული პოზიცია მნიშვნელოვანია - ყველა თანამშრომელი თავისი წვლილით ქმნის სტუმრის საუკეთესო გამოცდილებას.
დაინტერესებულებმა რეზიუმე გამოგზავნეთ:
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში განხორციელებული ნაღდი ფულის ოპერაციის აღრიცხვა, კონტროლი და მონიტორინგი სასტუმროს პროცედურების შესაბამისად.
** ყოველდღიური ნაღდი ფულის შემოსავლების გადამოწმება ფისკალურ სისტემაში ასახულ მონაცემებთან და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნილ ინფორმაციასთან შედარება. გამოვლენილი სხვაობების ანალიზი, გამოკვლევა და დროული კორექტირება.
** საკრედიტო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების ყოველდღიური დამუშავება და ბანკის ბანკის ამონაწერებთან შედარება. გამოვლენილი სხვაობების ანალიზი, გამოკვლევა და დროული რეაგირება.
** საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული დებიტორული დავალიანებების (Credit Card Receivables) მართვა და ნაშთების მონიტორინგი.
** ნაღდი ფულისა და საბანკო ტრანზაქციებთან დაკავშირებული საბუღალტრო გატარებების მომზადება და სისტემაში ასახვა.
** სალაროს, ბანკის, საკრედიტო ბარათების და სხვა შესაბამისი ბალანსის ანგარიშების სისწორის უზრუნველყოფა, ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და დოკუმენტური დასაბუთების უზრუნველყოფა.
** თვის, კვარტლისა და წლის დახურვის პროცესებში აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერის გაწევა.
** შიდა და გარე აუდიტის პროცესებისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაციის, სამუშაო ფაილებისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის მომზადება.
** სასტუმროს ფინანსური პოლიტიკების, შიდა კონტროლის პროცედურებისა და ადგილობრივი საგადასახადო მოთხოვნების დაცვა.
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ყოველთვიური დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებისთვის საჭირო ანგარიშების, ანალიზებისა და დამხმარე დოკუმენტაციის მომზადება, დეკლარირების პროცესში შესაბამისი მონაცემების სიზუსტისა და სისრულის უზრუნველყოფა.
** საქსტატის მოთხოვნების შესაბამისად კვარტალური და წლიური სტატისტიკური ანგარიშგების მომზადება, მონაცემების შეგროვება, გადამოწმება და დადგენილ ვადებში წარდგენა.
** ფინანსური დეპარტამენტის ყველა ძირითადი პროცესისა და ტრანზაქციის საფუძვლიანი ცოდნა; შემოსავლების აუდიტის, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ფუნქციების მხარდაჭერა, პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომელთა ჩანაცვლება მათი არყოფნის პერიოდში.
** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა ფინანსური და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით.
** საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და საბანკო ოპერაციების პრაქტიკული ცოდნა.
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ფინანსური რეგულაციების ცოდნა.
** Microsoft Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა
** ფინანსურ/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა, როგორც წერილობით, ასევე ზეპირ კომუნიკაციაში.
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ვადების ეფექტურად მართვის უნარი.
ბუღალტრის ან მსგავს ფინანსურ პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი;
** განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** წახალისებებსა და ჯილდოებს;
** GO Hilton-ის სამოგზაურო ფასდაკლებას;
** ექსკლუზიური ფასდაკლებებს პარტნიორებთან;
** 50%-იანი ფასდაკლებას სასტუმროს ყველა რესტორანსა თუ ბარში;
** 50%-იან ფასდაკლებას ეფორეა სპაში.
სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ "შპს ტურინვესტი - სასტუმრო ჰილტონ ბათუმმა" თქვენი დასაქმების მიზნით დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.