მონაცემთა ბაზის ოპერატორი
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის ოპერატორის (1C პროგრამაში) პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი;
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; I ცვლა 08:00-16:00; II ცვლა 16:00-00:00;
- ანაზღაურება: ანაზღაურებადი სტაჟირება (მაქსიმუმ 1 თვე), სტაჟირების შემდეგ - 1000-1100 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დამუშავება;
- დოკუმენტების გაფორმება (რეალიზაცია, გადაადგილება).
აუცილებელი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- Microsoft Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
- სააღრიცხვო პროგრამა 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დამატებითი უნარები:
- ორგანიზებული;
- ენერგიული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- კომუნიკაბელური;
- მიზანდასახული;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ);
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მონაცემთა ბაზის ოპერატორი"
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.