უფროსი ბუღალტერი
კომპანია "IBCCS Georgia" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 2000-3000 ლარი კვალიფიკაციის შესაბამისად სამუშაო საათები: 09:30-18:30 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაოს აღწერა
- პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება/დაარქივება და აღრიცხვა;
- ფულადი და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
- სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, ნაშთების სისწორის კონტროლი;
- ხელფასების დარიცხვა, მივლინებების, შვებულებების აღრიცხვა და შესაბამისი გატარებების შესრულება;
- დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშსწორება და შედარება;
- არარეზიდენტებისგან მიღებული, ასევე მათთვის გაწეული მომსახურების აღრიცხვა და შესაბამისი საბიუჯეტო ვალდებულებების განსაზღვრა;
- rs.ge პორტალზე მუშაობა;
- საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების წარდგენა;
- ანგარიშების, რეპორტების მომზადება;
- კომპანიის ბუღალტრის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა მოვალეობების შესრულება.
მოთხოვნები
- ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში;
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა; ბალანსი 1C-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (არასავალდებულო)
- კლიენტთან კომუნიკაციის დონეზე სათანადო ინგლისური ენის ცოდნა
- სასურველია ACCA F3 დონის სერტიფიკატი (არასავალდებულო)
- Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა
- გამოცდილება რეპორტინგის მიმართულებით (მოგება-ზარალი, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება)
პიროვნული თვისებები
- პუნქტუალური;
- მოტივირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად სამუშაო საათები: 09:30 – 18:30 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
დასაქმების შემთხვევაში, გთავაზობთ მუშაობას მეგობრულ და პროფესიონალურ საერთაშორისო გარემოში, განვითარების შესაძლებლობებსა და ტრენინგებს
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში პოზიციის დასახელებით.