თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოს მენეჯერი
კომპანია "ეკოკემიკა სერვის ჯგუფი" ქუთაისში აცხადებს ვაკანსიას თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოს მენეჯერის პოზიციაზე.
თვითმომსახურების ავტოსამრეცხაოს მენეჯერის ფუნქციები:
** კომპანიის შიდა და გარე სივრცის კონტროლი, მოვლა, დასუფთავება (მ.შ. სამრეცხაოს ბოქსების დასუფთავება, ბოქსებში არსებული შუშების და სამართავი პულტების, ასევე მტვერსასრუტების მოვლა-გაწმენდა);
** ორგანიზაციის ტექნიკურად გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ძირითადი საშუალებებისა და ინვენტრის მოვლა-შენახვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში);
** მომხმარებლებზე ყურადღების მიქცევა, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის გაწევა;
** ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში, ხელმძღვანელობის საქმის კურსში ჩაყენება.
შრომის ანაზღაურების პირობები: ყოველდღიური ანაზღაურება, შემოსული საერთო თანხის 20%.
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო საათები 8:00 - 19:00 საათამდე, შესვენება თავისუფალი გრაფიკით, დღეში 2-ჯერ, თითო საათის ოდენობით. დამსაქმებელი საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს დღის განმავლობაში შრომის საათებს, რის შესახებაც წინასწარ ატყობინებს დასაქმებულს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ იხილოთ ჩვენი ვებგვერდი https://www.esggeorgia.ge, ან ფეისბუქ გვერდი: ESG Ekokemika. კანდიდატებს შეუძლიათ გამოგვიგზავნოთ თავიანთი CV ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: და ელ. ფოსტის დასახელებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ტელ: - გიორგი
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.