ავტოტრანსპორტირების ბროკერი
"Nova Transport LLC" არის ამერიკული ავტოტრანსპორტირების სფეროში მომუშავე კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ავტომობილების ტრანსპორტირების ორგანიზებაში ეხმარება აშშ-ის მასშტაბით.
ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს ავტოტრანსპორტირების ბროკერის პოზიციაზე.
სამუშაო ფორმატი: დისტანციური (Remote) სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი სამუშაო საათები: 17:00-02:00 დასაქმების ფორმატი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები
- პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
- ახალი კლიენტების მოძიება და არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობა;
- მომხმარებლებისთვის სატრანსპორტო შეთავაზებების მომზადება;
- მძღოლებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია;
- შეკვეთების მართვა და ტრანსპორტირების პროცესის მონიტორინგი;
- კლიენტებთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- ინგლისური ენის ცოდნა B2+/C1 დონეზე;
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოლაპარაკებებისა და გაყიდვების უნარები;
- სწრაფად სწავლისა და ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი;
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა.
- კომპანია უზრუნველყოფს პროფესიულ მომზადებასა და სამუშაო პროცესში სწავლებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV.