8300 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

CAGE4B9S გამოქვეყნდა 27 აგვ 4 ნახვა

ბარის სუპერვაიზერი

Tourinvest Group via jobs.ge
ბათუმი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბარის სუპერვაიზერის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან "არგო"-ში .

ძირითადი მოვალეობები:

** ბარის გუნდის მართვა — თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება, სამუშაო გრაფიკებისა და ცვლების შედგენა და შესრულების კონტროლი; ** ბარის სტანდარტების დაცვა — სასმელებისა და კოქტეილების მომზადების კონტროლი დამტკიცებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად; ** ინვენტარიზაციისა და მარაგების კონტროლი — ბარის ნაშთების მონიტორინგი, საჭირო პროდუქციის დროული შეკვეთა და მარაგების ეფექტიანი მართვა; ** ჩამოწერებისა და დანაკარგების კონტროლი — ზედმეტი ჩამოწერების, დანაკარგებისა და პროდუქციის არარაციონალური გამოყენების გამოვლენა და შემცირების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ** HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა — პროდუქციის შენახვის, მარკირების, ვადების, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების ყოველდღიური კონტროლი; ** თანამშრომლების სწავლება და განვითარება — ახალი თანამშრომლების ადაპტაცია, სწავლება და პროფესიული გადამზადება, ასევე არსებული გუნდის ცოდნისა და უნარების განვითარება; ** გუნდური და პროფესიონალური მუშაობის უზრუნველყოფა — ბარში ეფექტიანი სამუშაო გარემოს, თანამშრომლებს შორის სწორი კომუნიკაციის, დისციპლინისა და მაღალი პროფესიული სტანდარტის უზრუნველყოფა. ** გუნდური და პროფესიონალური მუშაობის უზრუნველყოფა — ბარში ეფექტიანი სამუშაო გარემოს, თანამშრომლებს შორის სწორი კომუნიკაციის, დისციპლინისა და მაღალი პროფესიული სტანდარტის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული თვისებები :

** მომხმარებელზე ორიენტირებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა; ** გუნდის მართვისა და ლიდერობის უნარი;

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78 სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშო გრაფიკს; ** კვებით უზრუნველყოფას; ** ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

** კვებითი უზრუნველყოფა ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa ** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო" ** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში

კომპანიის შესახებ

"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:

** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას ** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას ** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას ** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც "ტურინვესტ ჯგუფს" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Tourinvest Group
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა