9727 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

CAP5F7M9 გამოქვეყნდა 23 ოქტ 22 ნახვა

ფინანსური ანალიტიკოსი

შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 2 ნოე

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

მოთხოვნები კანდიდატისადმი:

  • კომპანიის ფინანსური საქმიანობის შესახებ რეპორტების მომზადებაში მონაწილეობა.
  • ფინანსური მონაცემების ანალიზსა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებაში.
  • კომპანიის შიდა სტრუქტურული ერთეულებისთვის ფინანსური ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
  • 1 C პროგრამაში ანგარიშების კონტროლი.
  • გარე აუდიტორებისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება.
  • მარეგულირებელი ორგანოსთვის წარსადგენი ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობა.
  • საბანკო გარანტიებთან დაკავშირებული პროცესების მართვა.

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკურ, ფინანსურ, ბიზნესის ადმინისტრირების ან/და მენეჯმენტის სპეციალობებში.
  • გამოცდილება ფინანსურ ანალიზში, მენეჯმენტ რეპორტინგში, ბიზნესის ანალიტიკაში, ბიუჯეტირებასა და პროგნოზირებაში, ანგარიშგების პროცესებში.
  • ფინანსური აღრიცხვის პრინციპებისა და პრაქტიკის კარგი ცოდნა.
  • Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა. (Power Query, Pivot Tables, რთული ფორმულები)
  • 1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • ACCA F7 სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
  • ფინანსურ სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

საკონკურსო პირობები: გასაუბრება, ტესტირების გავლა ფინანსურ ანგარიშგებაში.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2026 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქუჩა №2.

შეტყობინება:

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (შემდგომში - "სსე") პატივს სცემს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

სსე-ის მიერ გამოქვეყნებულ ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ სსე-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (თქვენს წერილში და მის დანართში არსებული მონაცემები) გამოცხადებულ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სსე-მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე (ვაკანსია რომელიც მომავალში გამოცხადდება) განსახილველად. ასეთ შემთხვევაში თქვენს პერსონალურ მონაცემებს სსე შეინახავს მათი მიღებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით, თუ კანონით სხვა ვადა არ იქნება დადგენილი.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ სსე-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე ან მოგვმართოთ წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა №2.

სსე კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა