9768 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

CBJN1WD9 გამოქვეყნდა 12 ოქტ 39 ნახვა

დღე ღამის ცვლის მოლარე, ექსპერტ-შემფასებელი

გირო კრედიტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები მოლარე
შესვლა და განაცხადი
₾1400 / თვეში ბოლო ვადა: 11 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას დღე ღამის ცვლის მოლარე, ექსპერტ-შემფასებლის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო საათები:

  • თანამშრომელი 2 სრული დღე ისვენებს, 1 სრული დღე (24 საათი) მუშაობს.
  • დღის შესვენება 1 საათი, ღამის შესვენება 4 საათი.

ანაზღაურება: 2026 წლის ოქტომბრიდან მინიმალური 1400 ლარი (ხელზე ასაღები). ბენეფიტები:

  • ბონუსი 200-დან - 600 ლარამდე, რომელიც დაანგარიშდება: მიმდინარე პორტფელის, სესხის გაცემების და კონვერტაციების მოცულობის მიხედვით; ასევე დანამათი გაიცემა კომპანიაში ნამუშევარი სტაჟის მიხედვით.
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • დაბადების დღის დანამატი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
  • ოქროს შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ბრილიანტის ცოდნა);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • რუსული ან ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

  • ოქროს შეფასება და ხელშეკრულებების გაფორმება;
  • ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
  • ფულადი გზავნილების ოპერაციების წარმოება;
  • ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
  • მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვის, დამუშავების და შენახვის უზრუნველყოფა;
  • კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება;

პიროვნული უნარები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდე!

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა