9742 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

CBS4AG00 გამოქვეყნდა 22 ოქტ 13 ნახვა

ფინანსური ანალიტიკოსი

დამსაქმებელი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ნოე

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ანალიტიკურ აზროვნებასა და ფინანსური მონაცემების დამუშავების უნარებზე ორიენტირებულ ფინანსურ ანალიტიკოსს, რომელიც ჩაერთვება ფინანსური ანგარიშგების მომზადების, ბიუჯეტირების, ფინანსური შედეგების ანალიზისა და მენეჯმენტისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების პროცესში.

ძირითადი მოვალეობები:

  • ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგებების მომზადება და ანალიზი;
  • ფულადი ნაკადების ანგარიშგების (Cash Flow), მოგება-ზარალის ანგარიშგებისა (Income Statement) და ბალანსის (Balance Sheet) მომზადება და შეფასება;
  • ფინანსური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და სიზუსტის კონტროლი;
  • ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა და ფინანსური პროგნოზების მომზადება;
  • ფაქტობრივი ფინანსური შედეგების ბიუჯეტთან შედარება და გადახრების მიზეზების გამოვლენა;
  • ფინანსური ტენდენციების შეფასება, რისკებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • მენეჯმენტისთვის ანალიტიკური ანგარიშებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების მომზადება;
  • ფინანსური ინფორმაციის დროული და ზუსტი მიწოდება შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ფინანსური მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით;
  • ფინანსურ ანალიტიკოსად ან ფინანსურ მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგებების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება;
  • ფინანსური ანგარიშგებების - Cash Flow, Income Statement და Balance Sheet ცოდნა;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, მათ შორის ფორმულებისა და ფუნქციების, PivotTable-ისა და მონაცემთა დამუშავების ინსტრუმენტების გამოყენება;
  • სასურველია XLOOKUP ან INDEX/MATCH, SUMIFS და მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა;
  • ბიუჯეტირებისა და ფინანსური პროგნოზირების პრაქტიკული გამოცდილება;
  • ფინანსური მონაცემების ანალიზის, ინტერპრეტაციისა და დასკვნების გამოტანის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე, მათ შორის ფინანსური ტერმინოლოგიისა და პროფესიული დოკუმენტაციის გაგება.

პიროვნული უნარები:

  • განვითარებული ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • ვადების დაცვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

რას გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას;
  • ფინანსური პროცესების გაუმჯობესებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • პროფესიულ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე ხოლო, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური ანალიტიკოსი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა