მოლარე-ოპერატორი
შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანია "სონნივა ჯორჯია" არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის და უნაღდო ჩეკის კონტროლი;
** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
** გაყიდული ნივთის ფასის გადამოწმება;
** გაყიდული ნივთის გატარება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;
** ელექტრონული ზედნადების გამოწერა;
** საგარანტიოს გამოწერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის ცოდნა (სრულყოფილად)
** Microsoft Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** პუნქტუალურობა.
ხელფასი: 1300 ლარი (ხელზე ასაღები), სამი თვის შემდეგ 1400 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.
დასვენების დღე: კვირაში ორი დღე, შაბათი და კვირა.
ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, ტრანსპორტიება მეტრო-სადგურებთან.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
მისამართი: თბილისი, ავჭალა, შუშია ქუჩა 38.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.