გაყიდვების სპეციალისტი - სანტექნიკის და აბაზანის მოწყობილობების კატეგორია
კომპანია ჯაოკენი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების სპეციალისტის - სანტექნიკის და აბაზანის მოწყობილობების კატეგორია.
კომპანია ჯაოკენი 1997 წლიდან საქართველოს ბაზარზე წარმატებით ახორციელებს სარემონტო მასალების იმპორტს და ვაჭრობას, რომელიც იყოფა შემდეგ 3 კატეგორიად: მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკის და სააბაზანო მოწყობილობები, შპალერის და ლაქ საღებავების კატეგორიებად. დღეის მდგომარეობით, კომპანია თავისი შოურუმებით წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და სენაკში.
პოზიცია: გაყიდვების სპეციალისტი (სანტექნიკის და აბაზანის მოწყობილობების კატეგორია) სამუშაო გრაფიკი: სრული, ცვლადი სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #180 ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან (საშუალოდ ყოველთვიურად 2200-2500 ლარი) დამოკიდებულია ინდივიდუალურ გაყიდვებზე და არ გააჩნია ზედა ზღვარი. გამოსაცდელი პერიოდი - 2 თვე. ანაზღაურება - საგამოცდო პერიოდის განმავლობაში: პირველი 2 თვე - 1200ლ
ფუნქცია მოვალეობები: - მომხმარებლების მიიღება - კონსულტაციის გაწევა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად - რეალიზაციის გაწევა - ინვოისის გამოწერა - სამუშაო საათებში კორპორატიულ ფორმაში ყოფნა - პროდუქტის მახასიათებლების, ფასების, ბრენდის, და პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის ცოდნა - სამუშაო ადგილას კომპანიის მიერ დაწესებული სტანდარტების დაცვა - მომხმარებელთან მომსახურების და პროცედურების სტანდარტების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება - ქართული ენა სრულყოფილად ფლობა - რუსული და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა - ურთიერთობების ადვილად დამყარების უნარი - გუნდში მუშაობის უნარი - პასუხისმგებლიანი - მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული - კომუნიკაბელური - მოტივირებული - ენერგიული - დისციპლინარული
ჩვენ გთავაზობთ: - პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; - სადაზღვევო პოლისს. - კორპორაციულ ფასდაკლებას. - პროფესიულ განვითარებას.
კანდიდატების შერჩევა მოხდება 2 ეტაბად. - ინდივიდულაური გასაუბრება - ტესტი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ მოცემულ ბმულზე: https://jaokeni.selfrecruit.ge/s/eHq0
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 31.10.2026 წ.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.