7437 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

CDE46XBG გამოქვეყნდა 25 აგვ 2 ნახვა

დასუფთავების სერვისების საოპერაციო მენეჯერი

German Cleaning გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი დასუფთავება
₾1500 / თვეში ბოლო ვადა:

დასუფთავების კომპანია "German Cleaning" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტებზე სამუშაო პროცესის დაგეგმვას, გუნდის კოორდინაციასა და მომსახურების ხარისხის კონტროლს.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტის დათვალიერება, სამუშაოს მოცულობის შეფასება და პროცესის დაგეგმვა;

** თანამშრომლების ობიექტებზე განაწილება და სამუშაო გრაფიკის მართვა;

** საჭირო ინვენტარის, ტექნიკისა და დასუფთავების საშუალებების ორგანიზება;

** სამუშაო პროცესის, ვადებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი;

** კლიენტებთან კომუნიკაცია და შესრულებული სამუშაოს ჩაბარება;

** მასალების, სამუშაო დროისა და საოპერაციო ხარჯების კონტროლი;

** მიმდინარე შედეგების შესახებ ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება;

** არსებული კლიენტების შენარჩუნებისა და დამატებითი მომსახურებების შეთავაზების ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოპერაციო, ადმინისტრაციულ ან გუნდის მართვის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** სამუშაო პროცესებისა და ადამიანური რესურსების ეფექტიანად ორგანიზების უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** კლიენტებთან პროფესიონალური კომუნიკაციისა და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უნარი;

** საოფისე პროგრამებისა და Excel-ის საბაზისო ცოდნა;

** მოქნილ და დინამიკურ სამუშაო გარემოში საქმიანობის შესაძლებლობა;

** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად;

** დასუფთავების, მომსახურების, სასტუმრო ან სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი და კომპანიის მიმდინარე ობიექტები;

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; გრაფიკი წინასწარ იგეგმება ობიექტების სპეციფიკის გათვალისწინებით;

** ფიქსირებული ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე;

** პირადად მოზიდულ ახალ კლიენტებზე — დამატებითი საკომისიო;

** საქმიანი სატელეფონო და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება კომპანიის წესების შესაბამისად;

** პროფესიული განვითარებისა და კომპანიასთან ერთად ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე:. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "საოპერაციო მენეჯერი".

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
German Cleaning

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა