ბარის თანამშრომელი
"სკა" არის პირველი ჯანსაღი კვების ქსელი საქართველოში, რომლის მისიაც არის საზოგადოებაში დანერგოს ჯანსაღი, აქტიური და ხალისიანი ცხოვრების წესი.
"სკას" გუნდში ბარის თანამშრომლის ვაკანსიაა, ზანდუკელის 40 ნომერში, ვერაზე.
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი და სრული; 3, 4 ან 5 დღე (ჩვენთან სწავლისა და მუშაობის შეთავსება შესაძლებელია)
ფუნქცია-მოვალეობები
- მენიუში შემავალი პროდუქტების სტანდარტების მიხედვით მომზადება;
- პროდუქციის ვადების კონტროლი და შენახვის წესების დაცვა;
- დარბაზში და ბარში სისუფთავის/ჰიგიენური ნორმების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ
- მზარდ ანაზღაურებას;
- ანაზღაურებად სტაჟირებას;
- მნიშვნელოვან ხელშეწყობას გრაფიკზე;
- კვებაზე 50 % - იან ფასდაკლებას;
- Fitpass-ს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
თუ გსურს, რომ უკეთ გაგვიცნო გადადი ბმულზე: https://www.facebook.com/reel/2073871576536937
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/fCgQcli