8461 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

CE9E129T გამოქვეყნდა 7 სექ 3 ნახვა

თრექინგს.ჯი

თრექინგს.ჯი

იურიდიული სპეციალისტი

თრექინგს.ჯი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სამართალი
₾1500–1700 / თვეში ბოლო ვადა:

მზარდი კომპანია ეძებს მოტივირებულ, დეტალებზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლობიან იურიდიულ სპეციალისტს.

თუ გსურთ მიიღოთ მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილება და ჩაერთოთ კომპანიის ყოველდღიურ სამართლებრივ მხარდაჭერაში, გთავაზობთ განვითარების რეალურ შესაძლებლობას.

პირობები:

** ანაზღაურება: 1 500-1 700 ლარი;

** პროფესიული სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;

** დაწინაურების რეალური პერსპექტივა;

** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი.

** სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

სამუშაო ადგილი: ორხევი

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;

** კომპანიის შიდა დოკუმენტაციის სამართლებრივი წესრიგის მხარდაჭერა;

** კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი;

** სამართლებრივი საკითხების შესახებ პირველადი დასკვნების მომზადება;

** კორესპონდენციისა და დოკუმენტბრუნვის მართვაში ჩართვა;

** იურიდიული საკითხების კოორდინაცია შესაბამის მხარეებთან;

** სხვა მიმდინარე საოპერაციო დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

** შრომითი, სამოქალაქო და კომერციული სამართლის საბაზისო ცოდნა;

** იურიდიული დოკუმენტების მომზადების უნარი;

** ქართული ენის გამართული წერილობითი კომუნიკაცია;

** დეტალებზე ორიენტაცია და კონფიდენციალურობის დაცვა;

** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე:

თემის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თრექინგს.ჯი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის