9,081 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

CEEFH1NJ გამოქვეყნდა 24 სექ 6 ნახვა

Landmarker Group

Landmarker Group

Khada Hütte Gudauri-ს ობიექტის მენეჯერი

Landmarker Group გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 25 ოქტ

ვინ ვართ ჩვენ:

Landmarker Group-ს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ სასტუმრო ინდუსტრიაში. ჩვენი ისტორია გუდაურში მდებარე ისტორიული სასტუმრო "მარკო პოლოთი" იწყება და დღეს უკვე მოიცავს სასტუმროებს, როგორც გუდაურში, ისე თბილისში, ჰოსტელებს, შალეებსა და après-ski სივრცეებს.

კომპანია ერთიან ბრენდად 2009 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ მუდმივ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კულტურის პატივისცემა და ადამიანზე ორიენტირებული სტუმარ-მასპინძლობა. Landmarker Group-ში მუშაობა ნიშნავს საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას - ხელი შევუწყოთ ადამიანებისა და ადგილების დაკავშირებას.

ჩვენი ქვე-ბრენდებია:

  • სასტუმრო მარკო პოლო გუდაური
  • სასტუმრო ალპინა გუდაური
  • ხადა ჰოსტელი
  • ხიჟინა
  • პურის მოედანი ბუტიკ სასტუმრო
  • ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი

ყოველი ობიექტი თავის უნიკალურ ისტორიას ყვება. ამ ისტორიებს კი ის ადამიანები ქმნიან, ვინც Landmarker Group-ის ნაწილია.

Landmarker Group აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: Khada Hütte Gudauri-ს ობიექტის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: კურორტი გუდაური (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება და კვება) სამუშაო პერიოდი: დეკემბერი-აპრილი (სეზონური) ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ობიექტის მართვა შინაგანაწესის, საოპერაციო პროცედურებისა და წესების შესაბამისად; ყოველდღიური საოპერაციო პროცესის ზედამხედველობა და მონიტორინგი
  • სერვისის, ბარის, სამზარეულოს, სამრეცხაოსა და სხვა მიმართულებების თანამშრომელთა ეფექტური მართვა, უწყვეტი კომუნიკაციის უზრუნველყოფა სხვადასხვა რგოლებს შორის
  • სტუმართა მიღებისა და გამასპინძლების სრული ციკლის მართვა, სტუმართა პრეფერენციების, საჩივრებისა და პრეტენზიების ეფექტურად მართვა
  • ჩართულობა სამზარეულოსა და ბარის მენიუების შემუშავებაში, მარაგებისა და ხარჯების კონტროლი, თანამშრომელთა მართვა; ობიექტის ბიუჯეტირება ფინანსური დეპარტამენტის წარმომადგენელთან თანამშრომლობით
  • თანამშრომელთა სამუშაო განრიგის შედგენა, სამუშაო საათების აღრიცხვა, თანამშრომელთა შეფასება და შედეგების მონიტორინგი
  • თანამშრომელთა დატრენინგება მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად
  • ობიექტის სამართავი პროგრამებისა და სისტემების მართვა, კონტროლი და მონიტორინგი
  • ობიექტის სივრცეების მოწესრიგებაზე ზრუნვა, სისუფთავის და მომსახურების ხარისხის კონტროლი
  • თანამშრომელთა დახმარება ობიექტის გამართულად მუშაობისთვის საჭირო აქტივობებში (მათ შორის ობიექტის შიდა/გარე სივრცეების მოწესრიგება)
  • ობიექტის ქონებისა და ინვენტარის ზედამხედველობა, ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის მდგომარეობის კონტროლი, შესყიდვების მართვა და ხელმძღვანელთან წარდგენა შესათანხმებლად/დასადასტურებლად
  • რეპორტების/ანგარიშების წარდგენა ხელმძღვანელ პირებთან, მოთხოვნის შემთხვევაში
  • სისტემატური აღწერა, ინვენტარიზაცია და საჭირო ანგარიშების (ფინანსური და სხვა ტიპის რეპორტების) მომზადება კომპანიის მფლობელისა და სხვა რელევანტური პირების მოთხოვნისამებრ
  • კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების) და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა და შესაბამისი ნორმების მონიტორინგი

მოთხოვნები და უნარები:

  • F&B მიმართულებით სერვისის მენეჯერის, F&B მენეჯერის და/ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სტუმარმასპინძლობის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • პასუხისმგებლიანობა, ორგანიზებულობა, დისციპლინურობა, პუნქტუალურობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები
  • ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Landmarker Group-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Landmarker Group
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა