გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

CEHCJ07T გამოქვეყნდა 11 ნოე 7 ნახვა

სამშენებლო პროექტის მენეჯერი

ონიქს კორპორეიშენი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 12 დეკ
შესვლა და განაცხადი

"ონიქს კორპორეიშენი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები

  • ოფისების მოწყობის, რემონტისა და სამშენებლო პროექტების სრული ციკლის მართვა (დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, დასრულება) დადგენილ ვადებში, ბიუჯეტსა და ხარისხობრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში;
  • პროექტის გეგმის, გრაფიკისა და ბიუჯეტის შემუშავება, მონიტორინგი;
  • ეფექტური კოორდინაცია პროექტში ჩართულ მხარეებთან: კომპანიის ხელმძღვანელობა, არქიტექტორები, დიზაინერები, ინჟინრები, კონტრაქტორები, მომწოდებლები;
  • კომპანიის მოთხოვნებისა და სტანდარტების ინტეგრირება ოფისური სივრცეების დაგეგმარებასა და მოწყობაში;
  • ტექნიკური და სამშენებლო დოკუმენტაციის რევიზია;
  • პროექტის ძირითადი რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი, რეაგირება და მართვა;
  • კონტრაქტების მართვა, ცვლილებების კონტროლი;
  • პროექტის დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება (მათ შორის რეპორტები ხელმძღვანელობისთვის);
  • რეგულარული ვიზიტები და სამუშაოების წარმოების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
  • პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
  • ოფისების, კომერციული ან მსგავსი ობიექტების მოწყობა-მშენებლობის პროექტებზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე და ელ-ფოსტის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა