8982 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

CF32ZF9R გამოქვეყნდა 28 სექ 9 ნახვა

Bazzar Boutique Hotel

Bazzar Boutique Hotel

მიმღების თანამშრომელი

Bazzar Boutique Hotel გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾1200 / თვეში ბოლო ვადა: 29 ოქტ

"ბაზზარ ბუტიკ სასტუმრო" აცხადებს ვაკანსიას მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე.

ანაზღაურება და პირობები:

  • 1 200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
  • ბონუსი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება;
  • უნიფორმით უზრუნველყოფა.

გრაფიკი:

  • 4 სამუშაო დღე, 4 დღე დასვენება (მცოცავი გრაფიკი);
  • დღისა და ღამის 12-საათიანი ცვლები (2 დღე, 2 ღამე).

სამუშაოს აღწერილობა:

  • სტუმრების მიღება-განთავსება (check-in);
  • სტუმრების სასტუმროდან გაწერა (check-out);
  • სტუმრების მოთხოვნებისა და პრობლემების მართვა;
  • სტუმრების ანგარიშების მართვა;
  • დეპარტამენტებს შორის კომუნიკაციაზე პასუხისმგებლობა;
  • როგორც შიდა, ასევე - გარე ზარების მიღება-გადამისამართება;
  • ელექტრონული კორესპონდენცია;
  • ოთახის ჯავშნების მიღება;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • სამუშაო ინვენტარისა და ტექნიკის მონიტორინგი, გაუმართაობის შემთხვევაში - რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ შეტყობინების "subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრების საფუძველზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Bazzar Boutique Hotel
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა