8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

CHA57WG1 გამოქვეყნდა 25 აგვ 4 ნახვა

ტუტორი

დამსაქმებელი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია აცხადებს ვაკანსია ტუტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კლასის საჭიროებების გათვალისწინებით სადამრიგებლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება;

** კლასის ორგანიზება გაკვეთილების დაწყებამდე;

** მოსწავლის გაცდენების და დაგვიანებების აღრიცხვა და მშობლების დროული ინფორმირება;

** გაცდენის/დაგვიანების მიზეზის გარკვევა;

** შესვენებებზე კლასის კონტროლი;

** გაკვეთილებზე დასწრება და მოსწავლეთა ქცევისა და სწავლის შედეგების მონიტორინგი;

** მშობლებთან ხშირი კომუნიკაცია მოსწავლის ქცევისა და აკადემიური შედეგების შესახებ;

** ყოველთვიურად მშობლების წერილობითი ინფორმირება მოსწავლის ძლიერი

** გასაუმჯობესებელი მხარეებისა და შესაბამისი რეკომენდაციები მითითებით;

** საკლასო დოკუმენტაციის წარმოება (მაგ. პირადი საქმეები და სხვ.);

** კლასის ელექტრონული ჟურნალის მონიტორინგი (რამდენად დროულად შეაქვთ მასწავლებლებს დავალებები, ნიშნები, არები);

** საკლასო, სასკოლო და ექტრაკურიკულარული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;

** საგნობრივ და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ კონსულტირებაზე მოსწავლეთა დასწრების უზრუნველყოფა;

** საშინაო დავალებებზე კლასის მუშაობის უზრუნველყოფა, შედეგების გაკონტროლება და მშობლების და კლასში შემავალი მასწავლებლების ყოველდღიური ინფორმირება;

** სემესტრში ორჯერ მშობელთა კრების ჩატარება.

სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;

სასურველია: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

კონკურსანტთან გასაუბრებისას ყურადღება მიექცევა:

** თანამშრომლობით უნარებს;

** ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარს;

** მოტივაციასა და პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულობას.

კონკურსის ეტაპები:

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;

2. გასაუბრება;

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ტუტორი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დამსაქმებელი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის