პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

CJED420B გამოქვეყნდა 5 ნოე 23 ნახვა

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი

უნილეველი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 დეკ
შესვლა და განაცხადი

უნივერსიტეტი "უნილეველი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სტრუქტურული ერთეული: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უშუალო ხელმძღვანელი: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 დასაქმების ფორმა: სრული სამუშაო განაკვეთი ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩა №4

ჩვენ შესახებ:

უნივერსიტეტი "უნილეველი" აფართოებს გუნდს და იწვევს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ წვლილი შეიტანონ თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნაში.

პოზიციის მიზანი

სპეციალისტი მონაწილეობს უნივერსიტეტში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვაში, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების მომზადებასა და შეფასების შედეგების ანალიზში.

ძირითადი მოვალეობები

  • ხარისხის უზრუნველყოფის საუნივერსიტეტო პოლიტიკის განსაზღვრაში, შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა (მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, პერსონალი, საგანმანათლებლო პროგრამები და სილაბუსები, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა და სხვ.);
  • სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვაში მონაწილეობა;
  • ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებისთვის თვითშეფასების ფორმებისა და თანდართული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა;
  • აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალის საქმიანობის შეფასებისა და თვითშეფასების კითხვარების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • კითხვარების დამუშავება, შედეგების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • საგანმანათლებლო პროგრამების, სილაბუსების, სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მონიტორინგის ფორმების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფისა და სწავლის ხარისხის ამაღლებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება;
  • ფაკულტეტთან აქტიური კომუნიკაცია ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე;
  • უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება: არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სასურველია განათლების მიმართულებით.
  • სამუშაო გამოცდილება: საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.

ცოდნა

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და მართვის, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების ცოდნა;
  • საქართველოს კანონების "უმაღლესი განათლების შესახებ" და "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" ცოდნა;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის (მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება) და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის (მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება) დებულებების ცოდნა;
  • ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) ცოდნა;
  • ბოლონიის პროცესის შესახებ ზოგადი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • Microsoft Word-ისა და Excel-ის ცოდნა;
  • მონაცემთა დამუშავების საბაზისო ცოდნა SPSS-ის გამოყენებით.

საჭირო კომპეტენციები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნება;
  • ხარისხობრივი მონაცემების დამუშავებისა და შეფასების უნარი;
  • შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომა;
  • პროექტების მართვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ

  • სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებას;
  • კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას;
  • მუშაობას მზარდ საუნივერსიტეტო გუნდში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

როგორ გავაგზავნოთ განაცხადი:

წარმოსადგენი დოკუმენტები: რეზიუმე (CV).

წერილის სათაურში მიუთითეთ: "ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 5 დეკემბრამდე.

დასაქმების შემთხვევაში შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება კანონმდებლობით გათვალისწინებული შემდეგი ცნობების წარდგენა (ეს ცნობები განაცხადთან ერთად არ იგზავნება):

  • სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა;
  • უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა ("სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად).

მომავალ ვაკანსიებზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, თქვენი ცალკე თანხმობის შემთხვევაში, რეზიუმესა და საკონტაქტო მონაცემებს შევინახავთ მიმდინარე შერჩევის დასრულებიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისამართზე. ამ მიზნით თანხმობის არგაცემა მიმდინარე შერჩევაში მონაწილეობაზე გავლენას არ მოახდენს.

თქვენ მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს უნივერსიტეტი უნილეველი დაამუშავებს მიმდინარე ვაკანსიაზე შერჩევის მიზნით. დამუშავების პირობები, შენახვის ვადა და თქვენი უფლებები იხილეთ: https://unilevel.ge/ge/personal-data-processing-for-candidates-ge/

შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან განაცხადში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა