9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

CJXHH981 გამოქვეყნდა 12 ოქტ 37 ნახვა

B2B გაყიდვების მენეჯერი

ფ.პ მარიამი ბასილაძე გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ნოე

ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და ენერგიულ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს, ითავებს გაყიდვების სრულ ციკლს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კომპანიის ბაზარზე პოზიციონირებასა და განვითარებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ახალი B2B კლიენტების აქტიური მოძიება, მოზიდვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება - სამიზნე კლიენტებთან მუშაობა, მათ შორის: საპროექტო ორგანიზაციებთან, სამონტაჟო კომპანიებთან, დეველოპერებთან, სამშენებლო და საინჟინრო ორგანიზაციებთან - მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული შეთავაზებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა - გაყიდვების სრული ციკლის მართვა — პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების საბოლოო შესრულებამდე - კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების მიმართ სტაბილური ინტერესის შენარჩუნება და ბაზარზე ცნობადობის გაზრდა - ინდივიდუალური და გუნდური გაყიდვების გეგმების შესრულება, შედეგების სისტემატური ანალიზი და რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება B2B სექტორში - სასურველია გამოცდილება HVAC (გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება), საინჟინრო სისტემების ან ტექნიკური აღჭურვილობის გაყიდვებში - HVAC ან საინჟინრო ტექნიკის ბაზრის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად - მოლაპარაკებების წარმოების პრაქტიკული გამოცდილება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან (Top Management / C-Level) ეფექტური კომუნიკაციისა და მუშაობის უნარი - კომერციული შეთავაზებების, ხელშეკრულებების მომზადებისა და კლიენტთან კომუნიკაციის მართვის გამოცდილება - საოფისე პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა - FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად - B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად

რას გთავაზობთ: - კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით - პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სატივის ქუჩა #2 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა