8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

CK70AA13 გამოქვეყნდა 25 აგვ 5 ნახვა

მერჩენდაიზერი

Green and Purple Georgia გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Green & Purple Georgia" არის სწრაფად მზარდი FMCG დისტრიბუციის კომპანია, რომელიც საქართველოში წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს Del Monte და FIT (Grüne Kraft). კომპანია ავითარებს და ხელმისაწვდომს ხდის პრემიუმ სასმელებსა და ეკო-საყოფაცხოვრებო პროდუქტებს საქართველოს მასშტაბით, რითეილ ქსელებში, HORECA სექტორში და თანამედროვე სავაჭრო არხებში.

ჩვენი კომპანია განაგრძობს სტაბილურ ზრდას და გუნდში ვეძებთ ენერგიულ, განვითარებაზე ორიენტირებულ მერჩენდაიზერს, რომელიც უზრუნველყოფს ქსელების შეუფერხებელ მართვას.

ლოკაცია: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

მარაგებისა და შეკვეთების მართვა:

** სავაჭრო ობიექტებში ნაშთების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.

** პროდუქციის შეკვეთების დროული და ეფექტური განთავსება.

** მიწოდებული პროდუქციის დროული განთავსება თაროზე.

მერჩენდაიზინგი და ფასების კონტროლი:

** თაროზე სარეკომენდაციო ფასების სიზუსტის რეგულარული შემოწმება.

** მარკეტინგული აქტივობების მართვა: ფასდაკლებების და "ყვითელი" ფასმაჩვენებლების დროული, სწორი განთავსება.

** პროდუქციის განლაგების (ფეისები) კონტროლი.

კომუნიკაცია და ანალიზი:

** მჭიდრო კოორდინაცია ობიექტების მენეჯერებთან, დისტრიბუციის გუნდთან და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება.

** კონკურენტების ფასებისა და ბაზარზე არსებული სიახლეების მუდმივი კვლევა.

** პრომო აქციების გაშვების კონტროლი და სარეკლამო აქტივობებში მონაწილეობა.

** პერიოდული რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის, ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი.

** სამუშაო პროცესში ხელის შემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

** საკუთარი ავტომობილი (ჩაითვლება უპირატესობად).

ჩვენ გთავაზობთ:

** საერთაშორისო FMCG ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას;

** თანამედროვე და გუნდურ სამუშაო გარემოს;

** კარიერულ ზრდას;

** დინამიკურ სამუშაოს;

** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს

ინფორმაცია ჩვენი ბრენდების შესახებ:

https://www.instagram.com/delmonte_georgia

https://www.instagram.com/grunekraftgeo

დაინტერესებული პირებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) მეილზე:

სათაურის ველში მიუთითეთ: Merchandiser

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Green and Purple Georgia
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის