პირადი მძღოლი
შპს "სტანდარტი" აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი სამუშაო განაკვეთი: სრული, 11:00-20:00 ანაზღაურება: 2000 ლარი (ზრდის პერსპექტივით, სამუშაო გრაფიკის მიღმა შესრულებული დამატებითი დავალება ან სამუშაო საათების გადაცილება ანაზღაურდება დამატებით)
ვაკანსიის აღწერა:
ჩვენ ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოცდილ და მოწესრიგებულ პირად მძღოლს. კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება დამსაქმებლის უსაფრთხო, კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებაზე, ასევე ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მუდმივ კონტროლზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დამსაქმებლის დროული და უსაფრთხო გადაადგილება დაგეგმილი მარშრუტების მიხედვით;
- ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის (ზეთი, საბურავები, სამუხრუჭე სისტემა და ა.შ.) მუდმივი მონიტორინგი;
- ავტომობილის სისუფთავის (როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის) ყოველდღიური კონტროლი;
- გეგმიური ტექნიკური მომსახურების (სერვისის) ორგანიზება;
- საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა დავალებების შესრულება (დოკუმენტაციის მიტანა, ამანათების ტრანსპორტირება, სურსათით მომარაგება);
- გამონაკლის შემთხვევებში ხელმძღვანელის ღამის საათებში გადაადგილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა (B კატეგორია);
- მინიმუმ 5-წლიანი უავარიო მართვის გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე (პირად მძღოლად) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- თბილისის ქუჩების და ალტერნატიული გზების სრულყოფილი ცოდნა;
- სასურველია თანამედროვე ავტომობილების მართვის სისტემების სრულყოფილი ცოდნა (მაგ : ნავიგაციის ციფრული სისტემების, მულტიმედიის და სხვა დამხმარე ჭკვიანი ფუნქციების თავისუფლად გამოყენება)
პიროვნული მახასიათებლები:
- კონფიდენციალურობა: სამსახურებრივი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის მკაცრი დაცვა;
- პუნქტუალურობა: დროის მენეჯმენტის მაღალი დონე;
- ეთიკა: ზრდილობიანი და თავშეკავებული კომუნიკაციის უნარი;
- სიმშვიდის შენარჩუნება რთული მოძრაობის პირობებში;
- მოწესრიგებული და რეპრეზენტაბელური გარეგნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. აგრეთვე სასურველია რეზიუმე შეიცავდეს ფოტოსურათს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.