ელექტრო- ინჟინერი
Insta- ელექტრო სისტემების პროექტირების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 28 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ბაზარზე. ჩვენ ვნერგავთ სრულ ელექტრო-საინჟინრო გადაწყვეტებს სხვადასხვა სექტორისთვის: ელექტრო- სამონტაჟო სერვისები, ძალოვანი და მართვის ფარების წარმოება, ავტომატიზაცია, სუსტი დენები, განათება და მწვანე ტექნოლოგიები. წლების განმავლობაში 500-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის ისეთი გლობალური ბრენდების მხარდაჭერით, როგორიცაა SIEMENS, DELL, BOSCH, EATON, DRAKA. ჩვენს გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
ვაკანსია: ელექტრო-ინჟინერი ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო სამუშაო საათები: 9:00-18:00 (ორშაბათი -პარასკევი) ანაზაურება: 2500+ NET
ჩვენ გთავაზობთ: - კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას; - მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; - ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; - კორპორატიული ნომერი; - Fitpass (კომპანიის თანადაფინანსებით); - საშვებულებო დღეების გამოყენების შესაძლებლობას, საგამოცდო პერიოდის დასრულებისთანავე + პირადი დრო; - შიდა და გარე სასწავლო ტრენინგებს.
ძირითადი მოვალეობები: - ელექტრო ნახაზების, სქემების და გეგმების მომზადება ტექნიკური დავალების შესაბამისად; - ძალოვანი კარადების სქემების, ცალხაზოვანი დიაგრამების და განლაგებების დამუშავება; - პროექტის ცვლილებების შესაბამისად ნახაზების დროული განახლება; - საინჟინრო გადაწყვეტილებების ვიზუალური წარმოდგენა პროექტის მოთხოვნების მიხედვით; - პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება; - თიმ ლიდერისა და ინჟინრების მითითებების შესაბამისად კორექტირებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ტექნიკური ან საინჟინრო მიმართულებით განათლება; - მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება მხაზველის ან დამპროექტებლის პოზიციაზე; - ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
პროგრამული უნარჩვევები: - AutoCAD; - Revit-ის ცოდნა სასურველია; - EPLAN-ის ცოდნა სასურველია; - Microsoft Office პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook). - BIM-ში მუშაობის გამოცდილება სასურველია
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ‘’ მხაზველ-დამპროექტებელი’’ ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომელიც შპს ‘’ინსტა’’- სთვის ხელმისაწვდომი გახდება თავად „ინსტაში“ ან/და სხვა „ინსტას“ პარტნიორ კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვისთვის შემოიფარგლება თქვენ მიერ გადმოგზვანილი CV-ითა და მასზე თანდართულ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში - კანდიდატის პერსონალური მონაცემები). თქვენი პერსონალური მონაცემები „ინსტას“ ან/და სხვა „ინსტას“ პარტნიორი კომპანიის მიერ შეგროვდება და დამუშავდება კონკრეტულ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება 2 (ორი) წლის ვადით. ეს უკანასკნელი ემსახურება იმ ფაქტს, რომ თუ თქვენი განაცხადი არ იქნა განხილული იმ ვაკანსიაზე, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, „ინსტა“ შეეცდება თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენოს/დაამუშავოს სხვა აქტიურ/მიმდინარე ვაკანსიებზე (როგორც შპს „ინსტაში“, ასევე, სხვა „ინსტა“ პარტნიორ კომპანიებში), რომელიც ხელს შეგიწყობთ კარიერული განვითარებასა და წინსვლაში. გაითვალისიწინეთ, თქვენ მიერ თქვენივე პერსონალური მონაცემების „ინსტა“-სთვის გაგზვანით, თქვენ ადასტურებთ, რომ დეტალურად გაეცანით წინამდებარე შეტყობინების ტექსტის შინაარსს და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოხსენებული ფორმით. ყოველივე ზემოხსენებულზე თანხმობა არის წინაპირობა თქვენი განაცხადის შესაბამის ვაკანტურ ადგილზე განსახილველად. შენიშვნა: ნებისმიერ დროს თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ „ინსატ“-ს შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე: ტელ.: + (995 32) 220-20-20; ვებ-გვერდი:https://www.insta.ge/ka/
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.