პროფესიული განათლების პედაგოგი
სსიპ მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლა აცხადებს ვაკანსიას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა „კომპიუტერული ქსელები და სისტემები“-ს პედაგოგზე.
მოდულის დასახელება:
- მობილური და linux ოპერაციული სისტემები;
- სრული საათების რაოდენობა 102სთ, აქედან საკონტაქტო და შეფასება, რაც ანაზღაურდება 74სთ.
მოდულის ხანგრძლივობა:
- პირველ კურსზე 12.10. 26 წ.-05.03.27წ;
- მეორე კურსზე 23.11.26 წ-02.04.27წ.
მოდულის დასახელება:
- Linux ოპერაციულ სისტემებთან მუშაობა;
- სრული საათების რაოდენობა 125, მათ შორის ანაზღაურებადი (საკონტაქტო და შეფასება) 83.
მოდულის ხანგრძლივობა:
- პირველ კურსთან 08.03.27წ.-24.09.27წ;
- მეორე კურსთან 01.03.27წ-14.05.27წ.
მოდულის დასახელება:
- linux სერვერული ოპერაციული სისტემის ბაზისური გამართვა;
- სრული საათების რაოდენობა 155, მათ შორის ანაზღაურებადი 123.
მოდულის ხანგრძლივობა:
- პირველი კურსთან 27.09.27წ-28.04.28.წ.
- მეორე კურსთან 22.03.27წ-28.05.27 წ.
1 ჩატარებული გაკვეთილის ანაზღაურება არის 24 ლარი.
პერსონალის სამუშაო აღწერილობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული განათლების მასწავლებელი;
- იყენებს სწავლების თანამედროვე მეთოდებს, რომელიც მიმართული იქნება პროფესიული სტუდენტებისათვის ტრანსფერული და პროფესიული უნარების განვითარებისკენ;
- საქმიანობისას, ითვალისწინებს პროფესიული სტუდენტის შემხვედრ საჭიროებებს და მოქნილად რეაგირებს მათზე;
- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულის/მოდულების განხორციელებამდე არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში წარადგენს კალენდარულ გეგმას და შეფასების ინსტრუმენტებს ზსდ-ს მიერ დადგენილი ფორმისა და შინაარსის დაცვით;
- აწარმოებს პროფესიული სტუდენტის დასწრებისა და სწავლის შედეგების დადასტურების ჟურნალს;
- უზრუნველყოს მეცადინეობების სასწავლო ცხრილით დადგენილი გრაფიკით ხარისხიანი წარმართვას;
- პროფესიულ სტუდენტებს უწევს კონსულტირებას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შედეგების დადასტურების განმეორებით ჩატარებას;
- მონაწილეობა იღებს შეფასების ინსტრუმენტის ვალიდაციასა და ვერიფიკაციის პროცესში ინტერესთა კონფლიქტის გათვალისწინებით:
- მოდულის დასრულებიდან 2 კვირის ვადაში წარუდგენს სასწავლო პროცესის მენეჯერს/პროფესიული განათლების კოორდინატორს შეფასების მტკიცებულებებს;
- თუ მოდული წარმოადგენს სხვა მოდულის წინაპირობას, მოდულის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში მიაწვდის ინფორმაციას სასწავლო პროცესის მენეჯერს/პროფესიული განათლების კოორდინატორს იმ პროფესიული სტუდენტების შესახებ, რომლებმაც ვერ დაადასტურეს მოდულით გათვალისწინებული სწავლის შედეგები;
- განმეორებითი შეფასებისას, თუ მოდული წარმოადგენს სხვა მოდულის წინაპირობას, შეფასების მტკიცებულებებს წარუდგენს სასწავლო პროცესის მენეჯერს/პროფესიული განათლების კოორდინატორს ახალი მოდულის დაწყებამდე არაგვინეს 1 დღით ადრე;
- მონაწილეობას იღებს პროფესიული სტუდენტებისთვის შეფასებების/გამოცდების ორგანიზება/წარმართვაში და საგანმანათლებლო და სხვა საქმიანობაში ზსდ-ს დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ პროფესიული განათლება ან/და დარგში შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
- საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების და განვითარების პროცესების სპეციფიკის ცოდნა (კურუკულუმის დიზაიზნი, სასწავლო გეგმის და სხვა);
- ქართული ენაზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების კარგად ცოდნა(Ms. Word, Ms. Excel, Ms. Power Point, Outlook).
უნარები:
- ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- MS Word, MS Excel, MS PowerPoint ცოდნა
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.