9161 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

CMQANBQ1 გამოქვეყნდა 26 ოქტ 10 ნახვა

შეფ-მზარეული

ეკო ჰაუს მერისი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ნოე

Eco House Merisi აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შეფ-მზარეული

Eco House Merisi არის პატარა, მყუდრო ბუტიკ-სასტუმრო, რომელიც მოიცავს 14 ნომერს და სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ მცირე კაფეს.

ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და შემოქმედებით შეფ-მზარეულს, რომელიც შეძლებს არა მხოლოდ სამზარეულოს პროცესების მართვას, არამედ აქტიურად იქნება ჩართული კერძების ყოველდღიურ მომზადებაში.

სასტუმროსა და კაფეს მცირე მასშტაბიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალფუნქციური შეფ-მზარეული, რომელიც იზრუნებს როგორც კერძების გემოსა და ხარისხზე, ისე სამზარეულოს ეფექტიან და გამართულ მუშაობაზე.

ძირითადი მოვალეობები: - არსებული მენიუს გაუმჯობესება, განახლება და ახალი კერძების შემუშავება; - გემრიელი, ხარისხიანი და ვიზუალურად მიმზიდველი კერძების მომზადება; - ყოველდღიურ სამზარეულო პროცესებში უშუალო და აქტიური მონაწილეობა; - კერძების ტექნოლოგიური ბარათების შედგენა, განახლება და მათი დაცვის უზრუნველყოფა; - კერძების რეცეპტურებისა და პორციების სტანდარტების განსაზღვრა და კონტროლი; - კერძების თვითღირებულების გამოთვლა და კონტროლი; - პროდუქციის შეკვეთა, მიღება, ხარისხისა და ვარგისიანობის ვადების შემოწმება; - მომწოდებლებისგან მიღებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი; - პროდუქციის მარაგების, შენახვის პირობებისა და რაციონალური ხარჯვის კონტროლი; - პროდუქციისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება; - ფაქტობრივი ნაშთების აღრიცხვა და მათი შესაბამისობის შემოწმება; - პროდუქციის დანაკარგებისა და ზედმეტი ხარჯების მინიმუმამდე შემცირება; - კერძების გემოს, ხარისხისა და მიწოდების სტანდარტების მუდმივი კონტროლი; - სამზარეულოში სისუფთავის, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა; - სამზარეულოს ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზება და გაუმჯობესება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - შეფ-მზარეულად ან მზარეულად მუშაობის გამოცდილება; - სხვადასხვა კერძის მომზადების პროფესიონალური ცოდნა; - მენიუს შემუშავებისა და გაუმჯობესების უნარი; - ტექნოლოგიური ბარათების შედგენის გამოცდილება; - პროდუქციის თვითღირებულების გამოთვლისა და კონტროლის ცოდნა; - პროდუქციის აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ჩატარების უნარი; - სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენური ნორმების ცოდნა; - ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; - საქმისადმი შემოქმედებითი და ინიციატივიანი მიდგომა.

რას ველოდებით კანდიდატისგან? ჩვენ ვეძებთ არა მხოლოდ სამზარეულოს ხელმძღვანელს, არამედ პრაქტიკოს შეფ-მზარეულს, რომელსაც უყვარს თავისი საქმე, თავადაც აქტიურად ამზადებს კერძებს და შეუძლია პატარა კაფეში ხარისხიანი, გემრიელი და გამართული სამზარეულოს შექმნა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც შეძლებს მენიუს განვითარებას, პროდუქციის ხარისხისა და ხარჯების კონტროლს, სამზარეულოს პროცესების სწორად ორგანიზებას და ამავდროულად უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას ყოველდღიურ საქმიანობაში.

ჩვენ გთავაზობთ: - მყუდრო და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - მცირე ზომის კაფესა და ორგანიზებულ სამუშაო სივრცეს; - შესაძლებლობას, საკუთარი გამოცდილებითა და იდეებით განავითაროთ ჩვენი სამზარეულო; - პროფესიული შესაძლებლობების რეალიზებისა და განვითარების პერსპექტივას.

რეზიუმე და მოკლე ინფორმაცია საკუთარ თავზე გამოგზავნეთ.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა