ფინანსური ანალიტიკოსი
"ფორსაით ინვესტმენტ გრუპ" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
ლოკაცია: მარშალ გელოვანის გამზ. 52, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი მოვალეობები:
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი;
** ბიუჯეტირებისა და ფინანსური პროგნოზირების პროცესში მონაწილეობა;
** ფაქტობრივი და საბიუჯეტო მაჩვენებლების შედარება და გადახრების ანალიზი;
** ფულადი ნაკადების მონიტორინგი;
** ბენეფიციარი კომპანიების ანალიზი და ფინანსური მოდელირება;
** ფინანსური ბაზრებისა და ფინანსური ინსტრუმენტების კვლევა;
** ხელმძღვანელობისთვის ანალიტიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
** აუდიტორებთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიზის, აუდიტის ან ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** ანალიტიკური აზროვნება, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს:
** "დიდი ოთხეულის" ან სხვა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** ACCA-ს პროგრამით სწავლის მიმდინარე პროცესი ან ჩაბარებული გამოცდები;
** საფინანსო სექტორში (ბანკი, საბროკერო კომპანია, საინვესტიციო ფონდი) მუშაობის გამოცდილება.
განაცხადის წესი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV PDF ფორმატში (სასურველია ინგლისურ ან ქართულ ენაზე) ელ.ფოსტაზე: და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.