გენერალური მენეჯერის ასისტენტი
Hotel Crystal & Spa | ბაკურიანი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე გენერალური მენეჯერის ასისტენტი
პოზიცია: გენერალური მენეჯერის ასისტენტი სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, Hotel Crystal & Spa დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები: - გენერალური მენეჯერის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზებაში დახმარება; - გენერალური მენეჯერის დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულების კონტროლი; - შეხვედრების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა; - შეხვედრებისა და სამუშაო პროცესების კალენდრის მართვა; - კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის დროული გაცვლა; - მენეჯმენტისგან მიღებული დავალებების შესაბამის თანამშრომლებამდე მიწოდება და შესრულების მონიტორინგი; - დოკუმენტაციის, ანგარიშებისა და სხვადასხვა სამუშაო მასალის მომზადებაში დახმარება; - შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა; - საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გენერალური მენეჯერისთვის მიწოდება; - ყოველდღიური საოპერაციო საკითხების მონიტორინგში მონაწილეობა; - სტუმრებისა და პარტნიორების შესაბამისი საკითხების კოორდინაციაში დახმარება; - საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა; - კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა; - გენერალური მენეჯერის სხვა სამუშაო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად; - მსგავს პოზიციაზე ან ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - საოფისე პროგრამების (MS Office / Google Workspace) კარგი ცოდნა; - ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; - ინგლისური ენის ცოდნა; - წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარები; - მაღალი ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; - რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვის უნარი; - დოკუმენტებთან და კონფიდენციალურ ინფორმაციასთან პასუხისმგებლიანი მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები: - პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული; - ყურადღებიანი დეტალების მიმართ; - კომუნიკაბელური და თავაზიანი; - სწრაფად ადაპტირებადი; - ინიციატივიანი; - პუნქტუალური; - დისციპლინირებული; - გუნდური მუშაობის უნარით; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით.
ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - მუშაობას პროფესიონალურ გუნდში; - კონკურენტულ ანაზღაურებას; - თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ შიდა ბენეფიტებს.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.