8634 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

CRN7TX7B გამოქვეყნდა 11 სექ 4 ნახვა

G&A Group

G&A Group

ელექტრომექანიკოსი/ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი

G&A Group გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

G&A Group არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.

ვეძებთ გამოცდილ, პრაქტიკოს სპეციალისტს, რომელიც უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას საწარმოს ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მომსახურება-შეკეთებაში და ამავდროულად უხელმძღვანელებს ტექნიკურ ჯგუფს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტექნიკური აზროვნება, პასუხისმგებლობა, დისციპლინა და საწარმოს უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოს ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების გამართული და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა;

** საწარმოო დანადგარების დიაგნოსტიკა, გაუმართაობის მიზეზების სწრაფად აღმოჩენა და აღმოფხვრა;

** ელექტრო, ელექტრომექანიკური და მექანიკური სარემონტო სამუშაოების უშუალოდ შესრულება;

** ტექნიკური ჯგუფის ყოველდღიური სამუშაოების დაგეგმვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;

** ავარიულ შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ სარემონტო სამუშაოებში ჩართვა;

** ელექტროძრავების, ტუმბოების, რედუქტორების, კონვეიერების, სენსორებისა და სხვა საწარმოო მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება;

** ელექტრო სქემების წაკითხვა და გაუმართაობის დიაგნოსტიკა;

** პროფილაქტიკური და გეგმური ტექნიკური მომსახურების გრაფიკის შედგენა და შესრულების კონტროლი;

** დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და შესაძლო ავარიების პრევენცია;

** საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური მასალების განსაზღვრა და მარაგების კონტროლი;

** სამუშაოების უსაფრთხოების ნორმების დაცვა და გუნდის მხრიდან მათი შესრულების კონტროლი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** ელექტრომექანიკოსად, ელექტრიკოსად ან საწარმოო დანადგარების ტექნიკური მომსახურების მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;

** საწარმოო/სამრეწველო გარემოში მუშაობის გამოცდილება;

** ელექტრო და მექანიკური გაუმართაობების დამოუკიდებლად დიაგნოსტიკისა და შეკეთების უნარი;

** ელექტრო სქემების წაკითხვის ცოდნა;

** სამფაზიან ელექტროსისტემებთან, ელექტროძრავებთან, ავტომატებთან, კონტაქტორებთან, რელეებთან, სენსორებთან და სხვა სამრეწველო ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;

** მექანიკური კვანძების, საკისრების, რედუქტორების, ჯაჭვური/ქამრული გადაცემებისა და სხვა საწარმოო მექანიზმების ცოდნა;

** ტექნიკური გუნდის მართვის ან სამუშაოების კოორდინაციის გამოცდილება;

** პასუხისმგებლობის აღების და ავარიულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

უპირატესად ჩაითვლება:

** კვების საწარმოში მუშაობის გამოცდილება;

** საწარმოო ხაზებთან და ავტომატიზებულ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;

** ინვერტორებთან (VFD), PLC-სთან და სამრეწველო ავტომატიკასთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნა;

** სამაცივრე და სხვა საინჟინრო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო ადგილი ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ;

კომპანია უზრუნველყოფს ერთჯერად კვებას.

ანაზღაურება: კონკურენტული, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: და სათაურის ველში მიუთითოთ: წამყვანი ელექტრომექანიკოსი / ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

G&AGroup ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
G&A Group
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა