9835 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

CS5V5SXV გამოქვეყნდა 7 ოქტ 41 ნახვა

საკონტაქტო ქსელის ელექტრომონტიორი

ბი თი ქეი აი რეილვეის გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 5 ნოე

შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე საკონტაქტო ქსელის ელექტრომონტიორი

კომპანიის აღწერა: შპს „ბი თი ქეი აი რეილვეისი“ - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებული ერთობლივი საწარმო, რომელიც „ბაქო-თბილისი ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის“ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ინფრასტრუქტურის მართვას ახორციელებს.

სამუშაოს აღწერა: - საკონტაქტო ქსელის, დგარების, კონსოლების, ანკერული კვანძების, ჩამონაკიდისა და სხვა ელემენტების მონტაჟი, ტექნიკური მომსახურება და მიმდინარე/კაპიტალური შეკეთება - საკონტაქტო ქსელის გეგმური დათვალიერების, რევიზიისა და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება - დაზიანებების, გაუმართაობებისა და ავარიული სიტუაციების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა - საკონტაქტო ქსელის სიმაღლის, ზიგზაგის, დაჭიმულობისა და სხვა ტექნიკური პარამეტრების გაზომვა და რეგულირება - სადენების, იზოლატორების, დამჭერების, არმატურისა და სხვა ელემენტების შეცვლა და აღდგენა - სამუშაოების შესრულება სიმაღლეზე, შესაბამისი დამცავი საშუალებებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით - სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა და ელექტროუსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა - ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების, ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების გამართული მდგომარეობის კონტროლი და სწორად გამოყენება - სამუშაოების შესრულება ტექნიკური ექსპლუატაციის, შრომის უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოქმედი ნორმების შესაბამისად - ავარიულ-აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა დღის და ღამის საათებში, საჭიროების შემთხვევაში - უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სამსახურებრივი დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - საკონტაქტო ქსელის მოწყობისა და მუშაობის პრინციპების ცოდნა - ტექნიკური ნახაზებისა და სქემების წაკითხვის უნარი - ელექტროუსაფრთხოების, ტექნიკური ექსპლუატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა - სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება - გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - ავარიულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე. NOTE: აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა