8,848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

CWZ1DKKX გამოქვეყნდა 21 სექ 2 ნახვა

ოლ–პი ჯგუფი

ოლ–პი ჯგუფი

ჰიდროიზოლაციის ინჟინერი

ოლ–პი ჯგუფი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 19 ოქტ

კომპანია "ოლ-პი ჯგუფი" დაარსდა 2007 წელს. კომპანიის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამრეწველო იატაკები და ჰიდროსაიზოლაციო სისტემები. ამ სფეროში ერთიანდება ბეტონის საფარები მოხვეწილი ზედაპირით, პოლიმერული, რბილი და ელასტიური იატაკები, ასევე ბრტყელი გადახურვის სისტემები. 2010 წლიდან კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე და დამკვეთს სთავაზობს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს. პროფესიონალიზმი, გამოცდილება და ინოვაციური მიდგომა საქმისადმი წარმოადგენს"ოლ-პი ჯგუფი"-ს წარმატების საწინდარს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.all-p.ge

"ოლ-პი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ჰიდროიზოლაციის ინჟინერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • ჰიდროიზოლაციის სისტემების შერჩევა და შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტილებების შემუშავება;
  • საპროექტო დოკუმენტაციის, ნახაზებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების შესწავლა და ანალიზი;
  • ჰიდროიზოლაციის სამუშაოების შესრულების პროცესის ტექნიკური ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი;
  • გამოყენებული მასალებისა და შესრულებული სამუშაოების საპროექტო მოთხოვნებთან და მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ჰიდროიზოლაციის კვანძებისა და ტექნიკურად რთული მონაკვეთების შესრულების კონტროლი;
  • სამუშაოების მოცულობებისა და საჭირო მასალების რაოდენობების განსაზღვრა და გადამოწმება;
  • ტექნიკური ხარვეზებისა და შეუსაბამობების დროული გამოვლენა და შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტილებების შემუშავება;
  • ქვეკონტრაქტორებისა და სამუშაოების შემსრულებელი პერსონალის საქმიანობის ტექნიკური ზედამხედველობა;
  • სამუშაოების გეგმა-გრაფიკისა და დადგენილი ვადების შესრულების კონტროლი;
  • ახალი ჰიდროიზოლაციის მასალებისა და ტექნოლოგიების მოძიება, შესწავლა და ტექნიკური შეფასება;
  • დამკვეთთან, საპროექტო გუნდთან, ქვეკონტრაქტორებთან და პროექტში ჩართულ სხვა მხარეებთან ეფექტური ტექნიკური კომუნიკაცია;
  • შესრულებული სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაციისა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
  • ჰიდროიზოლაციის სისტემების ტესტირების, შემოწმებისა და მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
  • ჰიდროიზოლაციის სამუშაოების მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, ტექნიკურ სტანდარტებთან და საპროექტო მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ჰიდროიზოლაციის, სამღებრო ან მომიჯნავე სამშენებლო მიმართულებით მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო, ტექნიკურ ან მომიჯნავე მიმართულებაში;
  • ჰიდროიზოლაციის მასალებისა და შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ისა და AutoCAD-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • ტექნიკური დოკუმენტაციისა და ნახაზების წაკითხვისა და გაანალიზების უნარი.

უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • პრობლემების ეფექტურად მოგვარების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 18 ოქტომბრამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ოლ-პი ჯგუფმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ოლ-პი ჯგუფის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ოლ–პი ჯგუფი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა