კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი
სსიპ - "დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი
თანამდებობრივი სარგო: 1318 ლარი (დარიცხული) ადგილების რაოდენობა: შუახევი - 1, ქედა - 1. სამსახურის ადგილმდებარეობა: შუახევი, ქედა. სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ფუნქციები
- სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების, ასევე ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი მომსახურების გაწევა.
- სამუშაოს მაძიებლების შესაბამის პროგრამაში, მათ შორის შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში, რეგისტრირება ან რეგისტრაციაში დახმარების გაწევა. მათი საჭიროებების და უნარების იდენტიფიცირება/შეფასება, პროფილირება კონსულტირება.
- კარიერული გეგმის შედგენა, მისი განხორციელების გზებისა და საშუალებების იდენტიფიცირება, დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა, პროცესის მხარდაჭერა, მონიტორინგი და შეფასება.
- სამუშაოს მაძიებლისთვის მიზნობრივი სერვისის და პროგრამების შეთავაზება მეთოდოლოგიური მასალებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
- სამუშაოს მაძიებლების პროგრამებში ჩართვისა და სერვისების მიწოდების პროცესის ადმინისტრირება და უკუკავშირის შეგროვება.
- დოკუმენტაციის შემუშავება და შენახვა, ინსტრუქციებისა და მარეგულირებელი ნორმების გამოყენება სამუშაო პროცესში, ელ. პლატფორმებისა და პროგრამების გამოყენება, საოფისე პროგრამებში მუშაობა, საკუთარი საქმიანობის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების და ანგარიშების დადგენილი წესების შესაბამისად.
- საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
- ორგანიზაციებისთვის, მათ შორის დამსაქმებლებისა და საგანმანათლებლო პროვაიდერებისთვის, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირება ან რეგისტრაციაში დახმარების გაწევა. მათ შორის ვაკანსიების, საგანმანათლებლო პროგრამების სისტემაში განთავსება ან განთავსებაში დახმარება.
- შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულ ვაკანსიებზე სამუშაოს მაძიებლის შერჩევა. ვაკანსიის შევსების და დახურვის აღრიცხვა. ვადების კონტროლი და დამსაქმებლისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.
- საჭიროების შემთხვევაში, დამსაქმებლებისათვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის სააგენტოს, დასაქმების პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
- საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განხორციელებული სერვისებისა და პროგრამების შესახებ უკუკავშირის შეგროვება.
- უფლებამოსილების ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირების უზრუნველყოფა.
- კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ (ებ)ის მიერ გაცემული სხვა დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულება.
საკონკურსო თემატიკა
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
- საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ;
- "დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის N630 დადგენილება.
დამატებითი მოთხოვნები
- აუცილებელია ერთ წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების, ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სამუშაო პროცესების ორგანიზებული, ჯეროვანი და დროული შესრულების უნარი;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- კლიენტთა მომსახურებისა და ინდივიდუალური კონსულტირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- საქმისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე - ელექტრონული ფოსტის მისამართზე და გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება (მუნიციპალიტეტის მითითებით), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.