9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

CXVDE5VM გამოქვეყნდა 9 ოქტ 25 ნახვა

გაყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი

სტანდარტი + გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾2000 / თვეში ბოლო ვადა: 10 ნოე

კომპანია "სტანდარტი +" ლიდერი მინა სარკის იმპორტსა და წარმოებაში აცხადებს ვაკანსიას - გაყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი.

ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომლის ძირითადი მოვალეობები იქნება გაყიდვები, საწყობის მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია და გაყიდვების პროცესის მართვა;
  • საწყობში არსებული პროდუქციისა და მარაგების კონტროლი;
  • საჭირო პროდუქციის შესყიდვების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • მომწოდებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და შეკვეთების გაფორმება;
  • საჭიროების შემთხვევაში შესასყიდი პროდუქციის სიის შედგენა;
  • მარაგების შევსების საჭიროების დროული განსაზღვრა.
  • საჭიროების შემთხვევაში ნაშთების აღწერა
  • კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება
  • გაყიდვების ოპერაციების ასახვა სავაჭრო პროგრამაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა;
  • კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
  • კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

მნიშვნელოვანი: შესყიდვების განსახორციელებლად საწარმოდან გასვლა საჭირო არ არის — შეკვეთების მიღება და გაფორმება ხდება ადგილზე, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

CV გამოგზავნისას წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვებისა და მარაგების მართვის სპეციალისტი".

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათის ჩათვლით, 10:00-18:00 ანაზღაურება: 2000 ლარი + მთლიანი გაყიდვების 1%

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა