შეფ-მზარეული
ჯანსაღი კვების კომპანია ,,ფიტ მილი“ აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - თბილისი, გაზაფხულის 13 სამუშაო განაკვეთი - სრული ანაზღაურება - 3500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- სამზარეულოს საქმიანობის ზოგადი გეგმის შემუშავება;
- სამზარეულოს პერსონალის შერჩევა;
- სამზარეულოს პერსონალის საქმიანობის ანალიზი, მათი ფუნქციების განსაზღვრა, დავალებებისა და პასუხისმგებლობის განაწილება;
- სამზარეულოს პერსონალის ცვლებში მუშაობის საერთო წესის განსაზღვრა;
- კერძების მომზადება, გაფორმება;
- კერძების/პროდუქტების ხარისხის შემოწმება;
- უხარისხო პროდუქტის აღრიცხვა/ ჩამოწერების წარმოება/კონტროლი;
- ყოველდღიური მენიუს ანალიზი;
- შეკვეთების განხილვა, კონტროლი;
- მიზანპლასების მომზადება;
- რეცეპტების შემუშავება, მენიუს თითოეული კერძის დამზადების ტექნოლოგიის ჩათვლით;
- ინვენტარიზაცია;
- პროდუქტების შეკვეთა მომწოდებლებთან;
- პროდუქტების შენახვა;
- სათავსოების, საცავების დალაგების, ტექნიკისა და მოწყობილობების გაწმენდის კონტროლი;
- ჭურჭლის, სამუშაო ინვენტარისა და მოწყობილობების რეცხვის ყოველდღიური კონტროლი;
- სამზარეულოს პროდუქციის გამოსავლიანობის ანალიზი;
- სამზარეულოში ჰიგიენის წესების დაცვის კონტროლი;
- სამზარეულოს საქმიანობის ხარისხის კონტროლი.
- სამზარეულოს მოწყობილობისა და ტექნიკის ყოველდღიური მოვლისა და აგრეთვე პროდუქტების შენახვის სპეციალური გეგმის შედგენა;
- სამზარეულოს დანადგარებისა და ტექნოლოგიის, უმი პროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, საკვებისა და სასმელების მოწყობილობის შერჩევა/შეძენა;
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები: - სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება/აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბრენდ-შეფის ან აღმასრულებელი შეფ-მზარეულის პოზიციაზე; - პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით; - HACCP-ის სტანდარტების ცოდნა; - ძლიერი ლიდერული, ორგანიზაციული და კომუნიკაციური უნარები
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@fitmeal.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.