7981 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

CXXBEHM4 გამოქვეყნდა 25 აგვ 5 ნახვა

შეფ-მზარეული

FitMeal via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
₾3500 / თვეში ბოლო ვადა:

ჯანსაღი კვების კომპანია ,,ფიტ მილი“ აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - თბილისი, გაზაფხულის 13 სამუშაო განაკვეთი - სრული ანაზღაურება - 3500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • სამზარეულოს საქმიანობის ზოგადი გეგმის შემუშავება;
  • სამზარეულოს პერსონალის შერჩევა;
  • სამზარეულოს პერსონალის საქმიანობის ანალიზი, მათი ფუნქციების განსაზღვრა, დავალებებისა და პასუხისმგებლობის განაწილება;
  • სამზარეულოს პერსონალის ცვლებში მუშაობის საერთო წესის განსაზღვრა;
  • კერძების მომზადება, გაფორმება;
  • კერძების/პროდუქტების ხარისხის შემოწმება;
  • უხარისხო პროდუქტის აღრიცხვა/ ჩამოწერების წარმოება/კონტროლი;
  • ყოველდღიური მენიუს ანალიზი;
  • შეკვეთების განხილვა, კონტროლი;
  • მიზანპლასების მომზადება;
  • რეცეპტების შემუშავება, მენიუს თითოეული კერძის დამზადების ტექნოლოგიის ჩათვლით;
  • ინვენტარიზაცია;
  • პროდუქტების შეკვეთა მომწოდებლებთან;
  • პროდუქტების შენახვა;
  • სათავსოების, საცავების დალაგების, ტექნიკისა და მოწყობილობების გაწმენდის კონტროლი;
  • ჭურჭლის, სამუშაო ინვენტარისა და მოწყობილობების რეცხვის ყოველდღიური კონტროლი;
  • სამზარეულოს პროდუქციის გამოსავლიანობის ანალიზი;
  • სამზარეულოში ჰიგიენის წესების დაცვის კონტროლი;
  • სამზარეულოს საქმიანობის ხარისხის კონტროლი.
  • სამზარეულოს მოწყობილობისა და ტექნიკის ყოველდღიური მოვლისა და აგრეთვე პროდუქტების შენახვის სპეციალური გეგმის შედგენა;
  • სამზარეულოს დანადგარებისა და ტექნოლოგიის, უმი პროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, საკვებისა და სასმელების მოწყობილობის შერჩევა/შეძენა;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები: - სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება/აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბრენდ-შეფის ან აღმასრულებელი შეფ-მზარეულის პოზიციაზე; - პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით; - HACCP-ის სტანდარტების ცოდნა; - ძლიერი ლიდერული, ორგანიზაციული და კომუნიკაციური უნარები

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@fitmeal.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
FitMeal
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა