მოპირკეთების სამუშაოების სპეციალისტი
შპს „ორბი ჯგუფი თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას მოპირკეთების სამუშაოების სპეციალისტის (Finishing Work Specialist) ის პოზიციაზე, Central Park Towers-ის პროექტისთვის. პოზიციაზე დასაქმებული პირი პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე მოპირკეთების სამუშაოების ყოველდღიურ მონიტორინგზე, ქვეკონტრაქტორების საქმიანობის კონტროლზე, შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოცულობების გადამოწმებასა და პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე.
ანაზღაურება: 2,000 – 3,000 ლარი სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები - ობიექტზე მიმდინარე Finishing Works-ის ყოველდღიური მონიტორინგი და კონტროლი; - ქვეკონტრაქტორების სამუშაო პროცესისა და პროგრესის ზედამხედველობა; - შესრულებული სამუშაოების მოცულობის, ხარისხისა და შესაბამისობის გადამოწმება; - ქვეკონტრაქტორების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებისა და Progress Payment-ების ფაქტობრივ სამუშაოებთან შედარება; - სამუშაოების ადგილზე გაზომვა და რაოდენობების გადამოწმება; - არქიტექტურული და სამუშაო ნახაზების მიხედვით შესრულებული სამუშაოების კონტროლი; - კედლის, იატაკის, ჭერის, ფილების, შეღებვისა და სხვა მოპირკეთების სამუშაოების ხარისხის შემოწმება; - აღმოჩენილი ხარვეზების დაფიქსირება და მათი გამოსწორების კონტროლი; - ყოველდღიური პროგრესისა და სამუშაოების სტატუსის შესახებ ანგარიშგება; - პროექტის გუნდთან და ქვეკონტრაქტორებთან სამუშაო საკითხების კოორდინაცია; - სამუშაოების ვადების მონიტორინგი და შესაძლო შეფერხებების დროული იდენტიფიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - 3–5 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში; - Finishing Works-ის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - არქიტექტურული და სამუშაო ნახაზების წაკითხვისა და ინტერპრეტირების უნარი; - შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და რაოდენობების გადამოწმების გამოცდილება; - ქვეკონტრაქტორებთან მუშაობის გამოცდილება; - სამშენებლო მასალებისა და მოპირკეთების სამუშაოების ტექნოლოგიების ცოდნა; - MS Office / Excel-ის ცოდნა; - ინგლისური ენის ცოდნა; - AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ - სტაბილურ სამუშაოს მიმდინარე სამშენებლო პროექტზე; - პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; - გამოცდილ სამშენებლო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.