ტექნიკური სპეციალისტი
"ცერემონიი" სრული ციკლის პროდაქშენ კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზრისთვის პრემიუმ ხარისხის აუდიოვიზუალურ კონტენტს ქმნის. ჩვენი მომსახურება აერთიანებს შემოქმედებითი კონცეფციის განვითარებას, პროფესიონალურ ვიდეოგადაღებასა და პოსტ პროდაქშენს — პოდკასტებიდან და YouTube ფორმატებიდან ინდივიდუალურ ვიდეო პროექტებამდე.
ჩვენი მიდგომა ეფუძნება გამორჩეულ ვიზუალურ ესთეტიკას, ტექნიკურ სიზუსტესა და წარმოების ყველა ეტაპის გააზრებულ მართვას. თითოეული პროექტი იქმნება დამკვეთის მიზნების, ბრენდის ხასიათისა და აუდიტორიის გათვალისწინებით — მკაფიო იდეითა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით.
პოზიციის შესახებ
ვეძებთ ტექნიკურ სპეციალისტს, რომელიც დაგეგმავს და მართავს მრავალკამერიან პირდაპირ ეთერებს, სტუდიურ ტრანსლაციებსა და ჰიბრიდულ ღონისძიებებს.
- მრავალკამერიანი ტრანსლაციების ტექნიკური სქემის დაგეგმვა და გამართვა.
- კამერების, ვიდეომიქშერების, მონიტორებისა და ენკოდერების დაკავშირება.
- OBS Studio, vMix ან ATEM სისტემებით ვიდეოსიგნალების გადართვა.
- YouTube, Facebook და სხვა პლატფორმებზე პირდაპირი ტრანსლაციების განხორციელება.
- RTMP, SRT, SDI, HDMI და NDI სიგნალებთან მუშაობა.
- აუდიო/ვიდეო სინქრონიზაციის, ქსელისა და სტრიმის სტაბილურობის მონიტორინგი.
- გრაფიკის, პრეზენტაციების და წინასწარ მომზადებული ვიდეოჩანართების ეთერში გაშვება.
- სარეზერვო ინტერნეტის, ჩანაწერისა და ავარიული მოქმედების გეგმის მომზადება.
- ტექნიკური რეპეტიციების ჩატარება და შეფერხებებზე რეაგირება.
- პირდაპირი ტრანსლაციების ტექნიკური წარმოების პრაქტიკული გამოცდილება.
- OBS Studio-ს, vMix-ის ან Blackmagic ATEM-ის ცოდნა.
- ვიდეოსიგნალის სტანდარტების, ენკოდინგისა და ქსელური კავშირის საფუძვლების ცოდნა.
- მრავალკამერიანი გადაღებისა და აუდიო/ვიდეო სინქრონიზაციის გამოცდილება.
- საიმედო და სწრაფი მუშაობის უნარი.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება
- NDI, Dante, PTZ Camera Control და Hardware Encoding-ის ცოდნა.
- Broadcast ქსელებისა და სარეზერვო სისტემების გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე და ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ subject-ში.