დისტრიბუტორის დამხმარე
კომპანია "ბარისტო" ყავის და ვენდინგ აპარატების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელია საქართველოში.
მიმდინარე ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია: 500 -ზე მეტი ქსელური სავაჭრო ობიექტით და ასევე აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური სერვისის მიმართულებებს.
ჩვენს გასაცნობად გადმოდი ბმულზე: https://baristo.ge/ka
ამჯერად კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ქსელის დისტრიბუტორის დამხმარის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1500 ლარი NET
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00
სამსახურის მდებარეობა: თბილისი, ქსნის ქუჩა 52
ჯანმრთელობის დაზღვევა - დასაქმებიდან 3 თვის შემდეგ
Fitpass (ფარავს თანამშრომელი)
მოვალეობები:
** სავაჭრო ქსელის დისტრიბუტორ-ოპერატორის დახმარება სამუშაოს სრულფასოვნად და ხარისხიანად განხორციელების მიზნით, რაც გულისხმობს: ქსელში წარმოდგენილი აპარატების მუდმივად გამართულ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფას და პროდუქციით შევსებას.
აუცილებელი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა "ბ" კატეგორია (მექანიკა) და მართვის გამოცდილება.
** ტექნიკური უნარ-ჩვევების ქონა
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე:; მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
ტელ:
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია შპს "ბარისტომ" დაამუშაოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურის წარმართვა - კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ამ და ასევე შესაძლო სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც შესაბამისი მოთხოვნით უნდა მოგვმართოთ ელფოსტაზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.