გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

CZYQFTZE გამოქვეყნდა 2 ნოე 20 ნახვა

ხარისხის მართვის მენეჯერი

უნიმედი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "უნიმედი" 2011 წლიდან პოზიციონირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის საქმიანობაში მთავარი ფასეულობებია ხარისხი, პროფესიონალიზმი და სანდოობა. "უნიმედი" ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქციის, სამედიცინო აპარატურისა და ერთჯერადი მოხმარების სამედიცინო საგნების რეალიზაციას.

კომპანია "უნიმედი" კვალიფიციური პროფესიონალების მეშვეობით უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შერჩევას, ადგილზე მიწოდებასა და შესაბამისი მომსახურების გაწევას. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე და უზრუნველყოფს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას უწყვეტი ტრენინგების მეშვეობით როგორ ლოკალურად, ასევე გლობალურად. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად, ესტუმრეთ ჩვენს FB გვერდს: https://www.facebook.com/profile.php?id=100063645292270

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები

  • ორგანიზაციის თითოეული სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ხარისხის კონტროლი და მის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა კომპანიაში დანერგილი EU GDP სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად ;
  • ხარისხის მართვის კრიტიკული პროცესების რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება.
  • ხარისხის სახელმძღვანელოს, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების და სხვა ხმს დოკუმენტების შემუშავება და რეგულარული გადახედვა.
  • წლიური პროგრამებისა და გეგმა-გრაფიკების შემუშავება;
  • ოპერაციებისა და პროცედურების შესრულების დამადასტურებელი ჩანაწერის ფორმების შემუშავება და წარმოება.
  • ორგანიზაციის შიდა და გარე აუდიტის გეგმის შემუშავება და აუდიტის პროცესში აუდიტორად მონაწილეობა.
  • გადახრებისა და ცვლილებების მართვის პროცესებში, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა/შესრულებაში აქტიური ჩართულობა.
  • სერვისის მომწოდებლების მოძიება და მათთან ხელშეკრულების გაფორმება
  • მენეჯმენტის მიმოხილვის პროცედურის ორგანიზება და დოკუმენტირება.

ძირითადი მოთხოვნები:

განათლება

  • ფარმაციის ბაკალავრი;
  • EU GDP სტანდარტის გრძელვადიანი სწავლება, დადასტურებული სერტიფიკატით;
  • ხარისხის მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • GXP აუდიტის ტრენინგი და სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები

  • ანალიტიკური აზროვნება
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • ფიქსირებულ კონკურენტულ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • Fitpass

თუ თვლით, რომ სამუშაოს შინაარსი და თქვენი კვალიფიკაცია თანხვედრაშია ერთმანეთთან, გამოაგზავნეთ რეზიუმე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შპს "უნიმედი" ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, კანდიდატები ემხრობა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "უნიმედის" მხრიდან დამუშავდება კანდიდატის შესაბამისობის დადგენისთვის არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა