9,163 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

D07YS38N გამოქვეყნდა 25 სექ 4 ნახვა

PepsiCo

PepsiCo

ტექნიკური მომსახურების სუპერვაიზერი

PepsiCo გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 26 ოქტ

PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ტექნიკური მომსახურების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • წარმოების დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
  • ხარჯების ანალიზის წარმართვა, დანადგარებისა და მოწყობილობების პარეტოს ანალიზის შექმნა
  • ტექნიკური ხარჯების შემცირების უზრუნველყოფა, ხარისხის შენარჩუნების გზით.
  • ინჟინერ-მექანიკოსების გუნდის ეფექტური მართვა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წარმოების დანადგარებისა და მოწყობილობების მომსახურებაზე
  • სათანადო დოკუმენტაციის ბრუნვის წარმართვა სათადარიგო ნაწილების ჩამოწერისთვის, დასრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება
  • წარმოების დანადგარებისა და მოწყობილობების შეფერხების მიზეზების ანალიზის ჩატარება, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება
  • უშუალო ხელმძღვანელის ჩანაცვლება არყოფნის დროს
  • პასუხისმგებელია დაქვემდებარებული პერსონალის განვითარებასა და ტექნიკური თანამშრომლების (ოპერატორები, ინჟინრები) პროფესიული ცოდნისა და კომპეტენციების ამაღლებაზე.

კანდიდატის პროფილი:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკური ან საინჟინრო მიმართულებით
  • 5+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური, მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით საწარმოში, სასურველია კვებისა და სასმელების წარმოების სფეროში
  • პრაქტიკული გამოცდილება აღჭურვილობის დამონტაჟებაში ან ექსპლუატაციაში და კვების მრეწველობის ძირითადი პროცესებისა და ტექნოლოგიების ცოდნა.
  • სახელმწიფო სტანდარტების, ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა ენერგეტიკის, მეტროლოგიის, სამრეწველო და სახანძრო უსაფრთხოების სფეროში.
  • MS Office-ის ცოდნა; AutoCad, 1C სასურველია
  • ქართული ენის თავისუფლად ფლობა; ინგლისური - B2 დონეზე
  • ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები
  • პროექტების მართვის უნარი
  • ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • ტექნიკურ და საინჟინრო სფეროში ღირებული გამოცდილების მიღებისა და განვითარების შესაძლებობა
  • კონკურენტული ანაზღაურებისა და ბენეფიტების პაკეტი:
  • ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება
  • სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა
  • 50%-იანი თანადაფინანსება შერჩეულ ბენეფიტზე
  • კეთილდღეობისა და work-life balance მხარდამჭერი პროგრამები
  • ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, მ/ს ტექნიკური უნივერსიტეტი)
  • სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა (40 სთ კვირაში)

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე ბმულზე 25 ოქტომბრამდე და დაიწყეთ თქვენი პროფესიული კარიერა წამყვან საერთაშორისო კომპანიასთან ერთად.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
PepsiCo
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა