ფინანსური კონტროლიორი
კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს პროფესიონალური გახმოვანებისა და განათების სისტემების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირებას, ტექნიკურ ინტეგრაციას, ინსტალაციას/მონტაჟს, პერსონალის ტრენინგს, აგრეთვე საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მომსახურებას.
ამ ეტაპზე კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური კონტროლიორის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** ფინანსური უწყისების წარმოება თვის, კვარტალის და წლის ჭრილში;
** შემოსავლებისა და ხარჯების ბიუჯეტირება, ფაქტობრივ შედეგებთან შედარება და გადახრების ანალიზის მომზადება თვის, კვარტალის და წლის ჭრილში;
** ფულადი სახსრების ნაშთების კონტროლი;
** ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება;
** ცალკეული პროექტების ხარჯთაღრიცხვის დაგეგმვა, მომგებიანობის ანალიზი, ფაქტობრივ ხარჯებთან შედარება და გადახრების ანალიზის მომზადება;
** ხელფასებისა და ბონუსების დარიცხვა და კონტროლი;
** ბუღალტრული საქმიანობის ორგანიზება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
** თვის დახურვის პროცესის კონტროლი და მონიტორინგი;
** ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი სხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება და დანერგვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი - 1400 ლარი;
** პრემია, რომელიც დამოკიდებულია კომპანიის ფინანსურ შედეგებსა და მომგებიანობაზე.
** ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი 10:00-დან 14:00-მდე ან 15:00-დან 19:00-მდე
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა 16;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.