ბელბოი
სასტუმრო Monday by DNT Group აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე
ანაზღაურება: 1100 ₾ სამუშაო გრაფიკი: 09:00–21:00, 2/2 სამუშაო ადგილი: თბილისი, უშანგი ჩხეიძის ქ. 22 (მეტრო მარჯანიშვილიდან 5 წუთის სავალზე, ამერიკული ჰოსპიტალის მოპირდაპირედ) სრულფასოვან კვებას უზრუნველყოფს კომპანია.
ძირითადი მოვალეობები: - სასტუმროში სტუმრების დახვედრა და გაცილება; - სტუმრების ბარგის მიღება, გადატანა და ოთახში განთავსება; - სტუმრების დახმარება სასტუმროსა და ნომრებთან დაკავშირებულ საკითხებში; - სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და ადგილმდებარეობის შესახებ; - საჭიროების შემთხვევაში სტუმრების ტრანსპორტირების/ტაქსის ორგანიზებაში დახმარება; - სასტუმროს ტერიტორიაზე წესრიგისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა; - სხვა დავალებების შესრულება პოზიციის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა — აუცილებელი მოთხოვნაა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) - კომუნიკაბელურობა და სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა; - გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოგვიგზავნეთ: hr@dntgroup.ge
CV-ის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ და თქვენს მიერ მოწოდებული სხვა დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „მანდეი 2026“-ის მიერ; ეთანხმებით პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისთვის (დამსაქმებელი კომპანიებისთვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლების) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთ) წელს.
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის, წაშლა, განადგურება და ა.შ.)