საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსი
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტში, საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საკრედიტო ჯგუფის მიერ გაცემული სესხების რაოდენობის და მოცულობის ზრდა, პორტფელის ზრდა და ხარისხის შენარჩუნება;
- დაქვემდებარებული ჯგუფის მართვა და კოორდინაცია: ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, გეგმების შესრულების და მუშაობის ხარისხის კონტროლი, ახალი სტანდარტების მიწოდება, დანერგვა, შეფასება და შემდგომი განვითარების დაგეგმვა;
- საჭიროების შემთხვევაში პირდაპირი მარკეტინგის წარმოების დაგეგმვა და ჯგუფის ხელმძღვანელობა;
- მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
- ჯვარედინი გაყიდვები – კომპანიის პროდუქტების სრული სპექტრის შეთავაზება;
- საკრედიტო ექსპერტთან ერთად მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
- სესხების პერიოდული შერჩევითი მონიტორინგი;
- რეაგირება ცვლილებებზე კრედიტის მიმდინარეობის პერიოდში, პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაწყვეტის გზების შერჩევა და საკითხის განხილვა შესაბამის კომიტეტზე;
- პრობლემური სესხის მართვა;
- საკრედიტო ასისტენტის ონ-ჯობ ტრენინგი და შედეგის შეფასება: გადანაწილება, პრაქტიკის მართვა-კონტროლი, ასისტენტის შეფასება და დეპარტამენტის მენეჯმენტთან რეკომენდაციების წარდგენა.
სავალდებულო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;
სამუშაო გამოცდილება:
- ბიზნეს დაკრედიტების და გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
- ბიზნეს დაკრედიტების პროდუქტების ცოდნა;
- დაკრედიტების იურიდიული ასპექტები (სავალდებულო დოკუმენტაცია);
- ფინანსური ანალიზი (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადების უწყისი);
- ზოგადი მენეჯმენტის საწყისები;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- გაყიდვების უნარი, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
- ჯგუფის ეფექტურად მართვის უნარი: მიზნების განსაზღვრის, დელეგირების, კონტროლის, მოტივაციის, სწავლების და შეფასების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის, დროში განაწილების, მიზნების განსაზღვისა და მიღწევის უნარი;
- სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება, ინტუიცია;
- მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
- ლიდერობა, პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, მოქნილობა, ინიციატივა, ენერგიულობა, აქტიურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
გელოდებით, მოგვიყევი შენზე!
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2 სექტემბერი, 2026.