მძღოლი-დისტრიბუტორი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯორჯიან ალიანსი" (მისამართი, ქ. თბილისი, ნადარეიშვილის ქ. 9 (სამგორი, ნავთლუღი) მძღოლი-დისტრიბუტორის (მიმტანი) თანამდებობაზე სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს ქ. თბილისში (გლდანი, დიღომი, ავჭალა), აღმოსავლეთ საქართველოში (ქართლისა და კახეთის რეგიონი) სუპერმარკეტების ქსელის "მაგნიტის" და "გვირილას" მოსამარაგებლად საკუთარი (პირადი) მანქანით ან კომპანიის მანქანით.
** სარეალიზაციო საქონელი: ლუდები, ნატურალური წვენები, საკონდიტრო ნაწარმი.
** შრომის ანაზღაურება: (ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი) 2500 ლარიდან (საკუთარი მანქანის შემთხვევაში) 1800 ლარიდან (კომპანიის მანქანით)
მოთხოვნები:
** სასურველია ქ. თბილისის შესაბამისი უბნის ან რეგიონის (ქართლისა და კახეთის) ცოდნა
** მითითებულ პოზიციაზე ან დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
** ავტომანქანის მართვის მოწმობა B კატეგორია
მოვალეობები:
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი.
გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე:,, 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.