გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

D4DRV4KQ გამოქვეყნდა 4 ნოე 22 ნახვა

სილოსების მშენებლობის სპეციალისტები

KMZ-GE გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 5 დეკ
შესვლა და განაცხადი
კვება · განცხადებაშისაცხოვრებელი · განცხადებაში

"KMZ-GE" აცხადებს ვაკანსიას სილოსების მშენებლობის სპეციალისტების თანამდებობაზე.

კომპანია "KMZ-GE" სილოსების მშენებლობისა და ლითონკონსტრუქციების მონტაჟისთვის ეძებს კვალიფიციურ სპეციალისტებს.

გვესაჭიროება

  • სიმაღლეზე ლითონკონსტრუქციების მემონტაჟეები;
  • შემდუღებელ-მემონტაჟეები;
  • სიმაღლეზე მომუშავე სამრეწველო ალპინისტები;
  • დამხმარე სამშენებლო მუშაკები.

შესაძლებელია როგორც ცალკეული სპეციალისტების, ასევე სრული სამშენებლო ბრიგადების დასაქმება.

ძირითადი მოვალეობები

  • სილოსების ლითონკონსტრუქციების აწყობა და მონტაჟი;
  • ლითონის ფურცლებისა და კონსტრუქციული ელემენტების ჭანჭიკებით დამაგრება;
  • ლითონკონსტრუქციების შედუღება;
  • სიმაღლეზე სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
  • სხვადასხვა დამხმარე სამშენებლო სამუშაოს შესრულება;
  • ტექნიკური მოთხოვნებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • შესაბამის სფეროში პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;
  • კვალიფიციური სპეციალისტებისთვის - პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • სიმაღლეზე მომუშავე სპეციალისტებისთვის - უსაფრთხოდ მუშაობისთვის შესაბამისი მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შემდუღებლებისთვის - შედუღების კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • პროფესიული ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ყოფილი ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორია;
  • სამუშაოს ხანგრძლივობა: 2-3 თვე (დროებითი პროექტი).

დღიური ანაზღაურება

  • 250 ლარი - მხოლოდ სიმაღლეზე მომუშავე კვალიფიციური სპეციალისტებისთვის;
  • 120 ლარი - დამხმარე სამშენებლო მუშაკებისთვის.

სხვა ქალაქებიდან ჩამოსული თანამშრომლებისთვის

  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა - კომპანიის ხარჯზე;
  • კვებით უზრუნველყოფა - კომპანიის ხარჯზე.

განიხილება როგორც ინდივიდუალური კანდიდატების, ასევე გამოცდილი სამშენებლო ბრიგადების განაცხადები.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ტელეფონი;
  • WhatsApp / Viber;
  • ელფოსტა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, წარმოადგინონ სამუშაო გამოცდილებისა და შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა