გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

HX1675C1 გამოქვეყნდა 4 ნოე 2 ნახვა

საერთაშორისო ლოგისტიკის მენეჯერი

გრინვეი ლოჯისტიკ გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 5 დეკ
შესვლა და განაცხადი

"გრეინვეი ლოჯისტიკი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

საზღვაო | საჰაერო | სარკინიგზო გადაზიდვები

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • დასაქმება: სრული განაკვეთი.

ვაკანსია: სასწრაფო

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი საერთაშორისო ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ მაღალკვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზებისა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები

  • საერთაშორისო საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და სრული კოორდინაცია;
  • საერთაშორისო გადამზიდავებთან, საზღვაო ხაზებთან, ავიაკომპანიებთან, სარკინიგზო ოპერატორებთან და უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია;
  • გადაზიდვების ოპტიმალური მარშრუტებისა და ტარიფების მოძიება, შეთავაზებების მომზადება;
  • საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტაციის მომზადება, შემოწმება და კონტროლი;
  • ტვირთების გადაადგილების მონიტორინგი დატვირთვიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე;
  • საბაჟო ბროკერებთან, ტერმინალებთან და აგენტებთან კოორდინაცია;
  • ოპერაციული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტიანი გადაწყვეტა;
  • კლიენტებთან პროფესიონალური კომუნიკაცია და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო ლოგისტიკაში;
  • საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვების პროცესების საფუძვლიანი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა - სავალდებულოა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
  • საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტების პრაქტიკული ცოდნა: Bill of Lading (B/L), Air Waybill (AWB), CIM/SMGS, CMR, Commercial Invoice, Packing List, Certificate of Origin და სხვა;
  • Incoterms-ისა და საერთაშორისო გადაზიდვების ძირითადი წესების ცოდნა;
  • უცხოელ პარტნიორებთან დამოუკიდებლად მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და რამდენიმე გადაზიდვის პარალელურად მართვის უნარი.

დამატებითი უპირატესობა

  • საერთაშორისო ექსპედიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო პარტნიორებისა და აგენტების ქსელთან მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიაში;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე.

სათაური: International Logistics Manager

შერჩევა იწყება დაუყოვნებლივ.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა