Front-end დეველოპერი
სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო აცხადებს ვაკანსიას Front-end დეველოპერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ინტერფეისის შემუშავება და მხარდაჭერა;
** პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნეს-ლოგიკის, მოთხოვნებისა და სპეციფიკაციების შესწავლა და არქიტექტურული გადაწყვეტილებების მიღება;
** back-end სისტემებთან ინტეგრირება;
** მენეჯერებთან, დიზაინერებთან, back-end დეველოპერებთან და QA ინჟინრებთან თანამშრომლობა;
** შესრულებული სამუშაოს ხარისხის უზრუნველყოფა, ტესტირება და SPA წარმადობის ოპტიმიზაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** რელაციურ და არარელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** სამუშაო გამოცდილება React, React Router, Ext JS, Angular, JavaScript, React, HTML, GitLab;
** პრიორიტეტად ჩაითვლება სხვა Framework-ების ცოდნა;
** მონოლოთური და მიკროსერვისების არქიტექტურის პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება;
** toolkit კომპონენტების დეველოპმენტის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** გრძელვადიანი თანამშრომლობის და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
კონკურსის ეტაპები:
** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.
გთხოვთ, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა და შესრულებული პროექტები (პორტფოლიო) მისამართზე:.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.