სამშენებლო პროექტის მენეჯერი
"IPS Facade" - არის IPS ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც ფასადის მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე ევროპული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საფასადე მოსაპირკეთებელი მასალების მიწოდება/მონტაჟი.
"IPS Facade" აცხადებს ვაკანსიებს სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საოპერაციო მენეჯერთან ერთად პროექტის ზედამხედველობა;
- სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის ყოველკვირეული შესრულებების კონტროლი;
- დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების დროულად მობილიზების კონტროლი;
- შესრულებისა და სამონტაჟო სამუშაოების პროცესების მართვა;
- ადმინისტრაციისთვის პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების შესაბამისად)
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- სამუშაო დღეების რაოდენობა: ხუთი
- სამუშაო საათები: 10:00-19:00
თუ მზად ხართ, გახდეთ IPS-ის გუნდის წევრი, შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://forms.gle/8K94U2iDAC5R6EaC7
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.