9,074 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

D59CBH8R გამოქვეყნდა 24 სექ 5 ნახვა

Landmarker Group

Landmarker Group

შეფ მზარეული

Landmarker Group გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 25 ოქტ

ვინ ვართ ჩვენ:

Landmarker Group-ს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ სასტუმრო ინდუსტრიაში. ჩვენი ისტორია გუდაურში მდებარე ისტორიული სასტუმრო "მარკო პოლოთი" იწყება და დღეს უკვე მოიცავს სასტუმროებს, როგორც გუდაურში, ისე თბილისში, ჰოსტელებს, შალეებსა და après-ski სივრცეებს.

კომპანია ერთიან ბრენდად 2009 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ მუდმივ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კულტურის პატივისცემა და ადამიანზე ორიენტირებული სტუმარ-მასპინძლობა. Landmarker Group-ში მუშაობა ნიშნავს საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას - ხელი შევუწყოთ ადამიანებისა და ადგილების დაკავშირებას.

ჩვენი ქვე-ბრენდებია:

  • სასტუმრო მარკო პოლო გუდაური
  • სასტუმრო ალპინა გუდაური
  • ხადა ჰოსტელი
  • ხიჟინა
  • პურის მოედანი ბუტიკ სასტუმრო
  • ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი
  • ყოველი ობიექტი თავის უნიკალურ ისტორიას ყვება. ამ ისტორიებს კი ის ადამიანები ქმნიან, ვინც Landmarker Group-ის ნაწილია.

Landmarker Group აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე:

Khada Hütte Gudauri-ს შეფ მზარეული

სამუშაო ადგილი: კურორტი გუდაური (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება და კვება) სამუშაო პერიოდი: დეკემბერი-აპრილი (სეზონური) ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • რესტორნის პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული კულინარიული საქმიანობისა და აქტივობების დაგეგმვა/მართვა
  • კრეატიული და ინოვაციური იდეების განხორციელება სეზონურობის, მომხმარებელთა და საბაზრო ტენდენციების გათვალისწინებით
  • სამზარეულოს გუნდის ოპტიმალური გადანაწილება, ხელმძღვანელობა, შერჩევა და განვითარება სამუშაოს ხარისხისა თუ დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად.
  • ობიექტის თანამშრომლების დატრენინგება და გადამზადება საკვები პროდუქტების უსაფრთხოებისა და ჰიგიენური სტანდარტების შენარჩუნების მიზნით
  • ობიექტის თანამშრომელთა კვებისთვის განკუთვნილი პროცესების მართვა/უზრუნველყოფა
  • საკვების მომზადების პროცესის კონტროლი - სისწრაფე, სიზუსტე და ესთეტიკა. პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასება და მუდმივი მონიტორინგი
  • სურსათის შესყიდვის და მარაგების დაგეგმვა, მომწოდებლებთან ეფექტური კომუნიკაცია. ინვენტარიზაციის და საწყობების კონტროლი
  • კერძების დროულად, სტანდარტისამებრ და უმაღლესი ხარისხით მომზადების უზრუნველყოფა; ვიზუალური პრეზენტაციისა და გემოვნური თვისებების მუდმივი მონიტორინგი
  • სამზარეულოს ტექნიკური აღჭურვილობის გამართულობის, ჰიგიენური და სანიტარული პირობების მუდმივი კონტროლი
  • სტუმართა უკუკავშირის ანალიზი და შესაბამისი კორექტივების გატარება კერძებსა და მომსახურების ხარისხში
  • თანამშრომელთა დახმარება სამზარეულოსა და ობიექტის გამართულად მუშაობისთვის საჭირო აქტივობებში (მათ შორის შესყიდული პროდუქციის პირადად მიღება, შიდა/გარე სივრცეების მოწესრიგება)
  • კვების უსაფრთხოების სტანდარტების (HACCP, სურსათის უვნებლობა, ადგილობრივი ნორმები) ზედმიწევნითი დაცვა და თანამშრომელთა რეგულარული გადამზადება აღნიშნული მიმართულებით

რას ველით თქვენგან:

  • შეფ მზარეულის, სუ შეფის პოზიციაზე მუშაობის 2+ წლიან გამოცდილებას
  • კრეატიულ და ინოვაციურ ხედვას
  • გუნდის ლიდერობის, სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის უნარს
  • სამზარეულოს საოპერაციო და ფინანსური პროცესების მართვის გამოცდილებას (რეცეპტურები, კალკულაციები, ბიუჯეტირება)
  • სურსათის უვნებლობის და ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნას (განსაკუთრებით HACCP)

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • საცხოვრებლით უზრუნველყოფას და თანამშრომლის კვების პაკეტს
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
  • დინამიურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Landmarker Group-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Landmarker Group
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა