8117 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

D618NERZ გამოქვეყნდა 25 აგვ 12 ნახვა

აუდიტესკორტი

აუდიტესკორტი

HR მენეჯერი

აუდიტესკორტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾2500–4000 / თვეში ბოლო ვადა:

შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“ — სამშენებლო პროექტების და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტირების სფეროში მოქმედი აკრედიტებული ორგანიზაცია — აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლიან HR პროფესიონალს, რომელიც დაგვეხმარება ადამიანური რესურსების მართვის პროცესების განვითარებასა და ყოველდღიურ ადმინისტრირებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომელზე ორიენტირებული მიდგომა, ორგანიზებულობა და ხელმძღვანელობასთან ეფექტიანი თანამშრომლობა.

ძირითადი მოვალეობები - ვაკანსიების მომზადება, კანდიდატების მოძიება, შერჩევა და გასაუბრებების ორგანიზება; - ახალი თანამშრომლების მიღებისა და ადაპტაციის პროცესის მართვა; - თანამშრომელთა პირადი საქმეების, ხელშეკრულებების, ბრძანებებისა და სხვა საკადრო დოკუმენტაციის წარმოება; - შვებულებების, მივლინებების, დასწრებისა და სამუშაო დისციპლინის ადმინისტრირება; - სამუშაო აღწერილობების, შიდა წესებისა და HR პროცედურების მომზადება და განახლება; - თანამშრომელთა საქმიანობის პერიოდული შეფასებისა და მოტივაციის სისტემის განვითარებაში მონაწილეობა; - ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრა და ორგანიზება; - თანამშრომელთა კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და სერტიფიკატების შესახებ ჩანაწერების მოწესრიგება; - თანამშრომლებთან კომუნიკაცია, შიდა საკითხებისა და შესაძლო კონფლიქტების მართვაში მონაწილეობა; - ხელმძღვანელობისთვის პერიოდული HR ანგარიშების მომზადება.

კომპეტენციის ტექნიკური შეფასებისა და აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხების მართვისას HR მენეჯერი ითანამშრომლებს კომპანიის ტექნიკურ ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი განათლება; - HR მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; - თანამშრომელთა შერჩევისა და საკადრო ადმინისტრირების პრაქტიკული გამოცდილება; - საქართველოს შრომის კანონმდებლობის კარგი ცოდნა; - HR პროცედურებისა და შიდა დოკუმენტების მომზადების უნარი; - საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; - გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია; - ორგანიზებულობა, კონფიდენციალურობის დაცვა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამშენებლო, საინჟინრო, ინსპექტირების ან სხვა ტექნიკურ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ - სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს; - კომპანიის ხელმძღვანელობასთან უშუალო თანამშრომლობას; - HR პროცესების განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას; - პროფესიული ზრდისა და ახალი სისტემების დანერგვის შესაძლებლობას; - გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად 2500-4000 ლარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: „HR მენეჯერი“

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: [1 თვე] შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
აუდიტესკორტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის